დაავადება პირველად აღწერა მე–20 საუკუნის “თანამედროვე ნეიროქირურგიის მამად” წოდებულმა ამერიკელმა ჰარვი კუშინგმა.
წაიკითხეთ დაწვრილებით
თირეოიდიტი
აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი)
თირეოიდიტი იგივე ფარისებრი ჯირკვლის ანთება, გამოწვეულია მრავალი მიზეზით. ყველაზე ხშირ მიზეზად გვევლინება აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი).
წაიკითხეთ დაწვრილებით
ენდოკრინული ოფთალმოპათია
ენდოკრინული ოფთალმოპათია (თვალების გადმოკარკვლა) ორბიტის ქსოვილების და კუნთების აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ეგზოფთალმს და თვალის სიმპტომ კომპლექსს. ხშირად გვხდება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან კომბინაციაში.
წაიკითხეთ დაწვრილებით
ენდოკრინოლოგიური დაავადებები
ენდოკრინოლოგია – არის მედიცინის ერთ–ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ორგანოების სტრუქტურას, ფუნქციებს და მათ დაავადებებს. თვით სიტყვა “ენდოკრინოლოგია” მოდის ბერძნული წარმოშობის სიტყვებიდან: ἔνδον- შინაგანი, κρίνω– გამოყოფა და λόγος – მეცნიერება.
წაიკითხეთ დაწვრილებით
დიფუზურ–ტოქსიკური ჩიყვი
ფარისებური ჯირკვლის დიფუზური გადიდება, თირეოტოქსიკოზის სიმპტომების თანხლებით. ამ დაავადების დროს, გამომუშავდება ანტისხეულები თირეოტროპული ჰორმონის წინააღმდეგ და სახეზეა ფარისებური ჯირკვლის ჭარბი სტიმულაცია.
წაიკითხეთ დაწვრილებით
გაცხიმოვნება
დაავადება, რომლისთისაც დამახასიათებელია სხეულის მასის ზრდა, მოჭარბებული ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. გაცხიმოვნება ხშირად ვლინდება 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში.
წაიკითხეთ დაწვრილებით
აკრომეგალია (2)
ვითარდება ჰიპოფიზში ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონი) მოჭარბებული გამომუშავების შედეგად. მიზეზი: ჰიპოფიზის სიმსივნე (ადენომა), ქალას ტრავმა, პოსტ ინფექციური გართულება. დაავადების ნიშნები ნელი ტემპით ვლინდება – რამოდენიმე წლის მანძილზე.
წაიკითხეთ დაწვრილებით
აკრომეგალია
ვითარდება ჰიპოფიზში ზრდის ჰორმონის (სომატოტროპული ჰორმონი) მოჭარბებული გამომუშავების შედეგად. მიზეზი: ჰიპოფიზის სიმსივნე (ადენომა), ქალას ტრავმა, პოსტ ინფექციური გართულება. დაავადების ნიშნები ნელი ტემპით ვლინდება – რამოდენიმე წლის მანძილზე.
წაიკითხეთ დაწვრილებით
ადისონის დაავადება
დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა თომას ადისონმა 1855 წელს. თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის უკმარისობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ქერქის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობა არის პათოლოგია, რომელსაც იწვევს თავად თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის რღვევა; მეორად უკმარისობას კი იწვევს ჰიპოთალამო–ჰიპოფიზური რეგულაციის მოშლა (ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და ჰიპოთალამუსის კორტიკოლიბერინის წარმოება).
წაიკითხეთ დაწვრილებით
ჰიპოფიზური ნანიზმი (ქონდრისკაცობა)
დაავადება, რომლისთვის დამახასიათებელია ზრდისა და ფიზიკური განვითარების პროცესების შეჩერება. ქონდრისკაცად ითვლება მოზრდილი მამაკაცის სიმაღლე, რომელიც აღწევს 130სმ–ს, ხოლო ქალის 120სმ–ს.
წაიკითხეთ დაწვრილებით
ჰიპოპიტუიტარიზმი
დაავადებას იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის დაქვეითება ან მისი სრული მოშლა. მიზეზები: თავის ტვინის სიმსივნე, სისხლძარღვოვანი მოშლილობა (მშობიარობის შემდგომი და სხვა, სისხლდენა, ანევრიზმა, ართერიიტი, სისხლჩაქცება ჰიპოფიზში), სპეციფიკური დაავადებები (ტუბერკოლოზი, სარკოიდოზი, სიფილისი, ენცეფალიტი, მენინგიტი), ქალას ტრავმები, ჰიპოფიზის თანდაყოლილი უქონლობა.
წაიკითხეთ დაწვრილებით
ჰიპერთირეოზს (თირეოტოქსიკოზი)
დაავადებას იწვევს ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების სტაბილურად ზრდადი დონე. ტერმინი თირეოტოქსიკოზი (თირეოიდული ჰორმონებით ინტოქსიკაცია) ზედმიწევნით ადექვატურად აღწერს დაავადების არსს, რადგან ჰიპერთირეოზი ვლინდება ნორმალურ პირობებშიც, მაგალითად ორსულობისას.
წაიკითხეთ დაწვრილებით
შაქრიანი დიაბეტი (2)
ენდოკრინული სისტემის დაავადება, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი უკმარისობით, რაც გამოიხატება ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ძირეული დარღვევებით. შაქრიანი დიაბეტი მიეკუთვნება ხშირ, თუმცა იშვიათად დიაგნოსტირებად დაავადებათა რიცხვს, იმდენად, რამდენადაც იგი მრავალი „ნიღაბი“-ს მატარებელია. შაქრიანი დიაბეტის გავრცელების სტატისტიკა მოსახლეობაში შეადგენს დაახლოებით 10%-ს. ყოველ 10-15 წელიწადში ავადმყოფთა საერთო რაოდენობა ორმაგდება.
წაიკითხეთ დაწვრილებით
ქვემწვავე თირეოიდიტი
გვხვდება ათჯერ უფრო იშვიათად, ვიდრე აუტოიმუნური თირეოდიტი. იგი წარმოადგენს თირეოიდიტის გარდამავალ ფორმას, რომელიც იწვევს ჰიპერთირეოზს, რომელიც არ ითხოვს რადიოაქტიური იოდით მკურნალობას ან ფარისებრი ჯირკვლის მოცილებას.
წაიკითხეთ დაწვრილებით
უშაქრო დიაბეტი
დაავადება, რომელიც განპირობებულია ანტიდიურეზული (“ანტი” – წინააღმდეგ, “დიურეზი” – შარდვა) ჰორმონის - ვაზოპრესინის გამომუშავების უკმარისობით. ვაზოპრესინი, ოქსიტოცინთან ერთად გროვდება ჰიპოფიზის უკანა წილში, თუმცა მათი წარმოქმნის ადგილი არის ჰიპოთალამუსი.
წაიკითხეთ დაწვრილებით
უსიმპტომო თირეოიდიტი
ჰიპოთირეოზის სხვა მიზეზი, რომელიც ისევე ხშირად გვხვდება, როგორც ქვემწვავე თირეოდიტი, არის „უსიმპტომო“ თირეოიდიტი. როგორც დაავადების სახელწოდება გვეუბნება, ფარისებრი ჯირკვლის ანთების ნიშნები ან სიმპტომები ავადმყოფს არ აღენიშნება. პაციენტს უვითარდება ჰიპერთირეოზი და შესაძლოა გამოვლინდეს ისეთივე სიმპტომები, როგორიც გრეივს-ბაზედოვის ჰიპერთირეოზით დაავადებულ პაციენტებს აქვთ.
წაიკითხეთ დაწვრილებით
ნაადრევი სექსუალური მომწიფება
ნაადრევი სქესობრივი განვითარება - სქესობრივი სიმწიფის პერიოდი გოგონებში დგება 8 წლამდე, ხოლო ბიჭებში 10 წლამდე. ჯალღუზისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის არეში, პათოლოგიური პროცესების დროს, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ სისტემაში ჩნდება ცვლილებები, როგორც ჩვეულებრივი სქესობრივი სიმწიფის დროს, რომელსაც მივყავართ ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებისკენ, რაც თავის მხირვ იწვევს სქესობრივ განვითარებას,
წაიკითხეთ დაწვრილებით
Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.
პორტალიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია - სამედიცინო პორტალი MED.GE