სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფარისებური ჯირკვლის დიფუზური გადიდება, თირეოტოქსიკოზის სიმპტომების თანხლებით. ამ დაავადების დროს, გამომუშავდება ანტისხეულები თირეოტროპული ჰორმონის წინააღმდეგ და სახეზეა ფარისებური ჯირკვლის ჭარბი სტიმულაცია.

 

თირეოტოქსიკოზის სიმპტომები

სიგამხდრე, ტაქიკარდია, სხეულში ხურვის შეგრძნება, შინაგანი კანკალი, ჩახუთული სივრცის და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, ნერვოზული ფონი, მოუსვენრობა, ხელების კანკალი. თირეოტოქსიკოზის (ჰიპერთირეოზი) სიმპტომების გამოკვეთა განსაზღვრავს დაავადების სიმძიმის ხარისხს.

 

მსუბუქი თირეოტოქსიკოზისას ავადმყოფს აღენიშნება საშუალო დონის სიგამხდრე, გულის ცემა 100 დარტყმა წუთში, გულის რიტმი დარღვეული არ არის. საშუალო სიმძიმის თირეოტოქსიკოზისას ავადმყოფს აღენიშნება გამოხატული სიგამხდრე, გულის რიტმის მცირეხნიანი დარღვევებით, კუჭ–ნაწლავის სისტემის მოშლილობებით. მძიმე ფორმის თირეოტოქსიკოზისას ავადმყოფი სიგამხდრე აღწევს კახექსიის დონეს, გულის ცემა ხშირდება გულის რიტმის სტაბილურ დარღვევამდე, სახეზეა მკვეთრი სისუსტე, ჩნდება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობის სიმპტომები; თუ არ ჩატარდა ადექვატური თერაპია შეიძლება განვითარდეს თირეოტოქსიკური კრიზი. ბაზედოვის დაავადებას ხშირად თან ახლავს

 

ენდოკრინული ოფთალმოპათია – “თვალებდაჭყეტილობა”. ენდოკრინული ოფთალმოპათია – დაავადება, ფარისებური ჯირკვლის თანმხლები აუტოიმუნური დაავადებები. ხშირად ოფთალმოპათია გვხვდება დიფუზურ–ტოქსიკური ჩიყვის დროს. ასეთი ავადმყოფების დაახლოებით 30–50%, აღენიშნებათ ამა თუ იმ სიმძიმის ოფთალმოპათია. ენდოკრინული ოფთალმოპათია შეიძლება ასევე შეგვხვდეს აუტოიმუნური თირეოიდიტით დაავადებულ ავადმყოფებში და იმ ადამიანებში, რომლებთაც არ აღენიშნებათ ფარისებური ჯირკვლის კლინიკურად გამოხატული პათოლოგია. უფრო მეტად ოფათლმოპათიის დროს ზიანდება ორივე თვალი, იშვიათად ერთი. ხშირად ოფთალმოპათიის ნიშნები ფარისებური ჯირკვლის დაავადებამდე რამოდენიმე წლით უფრო ადრე ან გვიან ვლინდება, თუმცა უმეტესად იგი თავს იჩენს სწორედ ძირითადი დაავადების დაწყებასთან ერთად.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player