ენდოკრინული ოფთალმოპათია (თვალების გადმოკარკვლა) ორბიტის ქსოვილების და კუნთების აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ეგზოფთალმს და თვალის სიმპტომ კომპლექსს. ხშირად გვხდება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან კომბინაციაში.
ენდოკრინული ოფთალმოპათიის (თვალების გადმოკარკვლა) სიმპტომები
ავადმყოფი უჩივის ცრელმდენას თვალებიდან, განსაკუთრებით ქარიან ამინდში, სინათლის შიშს, თვალებში წნევის შეგრძნებას, გაორებას (განსაკუთრებით ზემოთ და უკან ხედვისას), თვალის გუგების გადმოკარკვლა. ობიექტურად აღინიშნება მკვეთრად გამოხატული ეგზოფთალმი, ხშირად ორმხრივი.
ეგზოფთალმომეტრიის დროს თვალის გუგების წამოწევის ნორმა შეესაბამება 15-18 მმ. ავადმყოფებში თვალის გუგების გამოწევა შეიძლება აღემატებოდეს 2-8 მმ-ს. დაავადების შეშუპებითი ფორმის დროს, სახეზეა წარბების შეშუპება, კონიუქტივები, სკლერების სისხლძარღვების ინექცია. ექსტრაოკულარული კუნთების პათოლოგიურ პროცესში უპირატესი ჩართვის დროს, პირველ ადგილზე ჩნდებიან სიმპტომები, რომლებიც განპირობებულია მათივე დაზიანებით: მებიუსის, გრეფის, დალრიმპლის, შტელვაგის და სხვათა; თვალის გუგების მოძრაობის შეზღუდვა მათ სრულ გაჩერებამდე. თვალის ფსკერი: ბადურის, მხედველობის ნერვების დისკების შეშუპება, მხედველობის ნერვების ატროფია; აღინიშნება მხედველობის არის კონცენტრული შევიწროება, ცენტრალური სკოტომები; შეიძლება გამოიხატოს რქოვანას დაწყლულება, მისი პერფორაცია, ინფექციის თანხებით. დიაგნოზისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეტრობულბარული სივრცის ულტრაბგერითი გამოკვლევას, რაც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ დაავადების სიმძიმე და გამოიყოს თვალმამოძრავებელი კუნთების დაზიანებული ჯგუფები და განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები.
მკურნალობა
ინიშნება დიეტა მარილის და სითხის შეზღუდვით. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს აუცილებელია არსებული დარღვევის კორექცია. დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას - კორექციულები ოპერაციები ორბიტის კუნთებზე და რეტრობულბარულ ბადურაზე.