სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადებას იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის დაქვეითება ან მისი სრული მოშლა. მიზეზები: თავის ტვინის სიმსივნე, სისხლძარღვოვანი მოშლილობა (მშობიარობის შემდგომი და სხვა, სისხლდენა, ანევრიზმა, ართერიიტი, სისხლჩაქცება ჰიპოფიზში), სპეციფიკური დაავადებები (ტუბერკოლოზი, სარკოიდოზი, სიფილისი, ენცეფალიტი, მენინგიტი), ქალას ტრავმები, ჰიპოფიზის თანდაყოლილი უქონლობა.

 

ჰიპოპიტუიტარიზმი სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადების შედარებით ადრეულ ნიშნად გვევლინება – სქესობრივი სურვილის და პოტენციის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მის სრულ შეწყვეტამდე. თმის ცვენა იღლიისა და ბოქვენის არეში, კანი ფერმკრთალი, სანთლისებრი, სხეულის დაბალი ტემპერატურა. დაავადებას ახასიათებს ძილიანობა, დაღლილობა, გარემოსადმი და საკუთარი თავისადმი ინტერესის დაკარგვა. მიდრეკილება ჰიპოგლიკემიური მდგომარეობისკენ – ცუდი მადის ფონზე შიმშილის შეგრძნების აუტანლობა, ავადმყოფი ძალაგამოცლილია, ხშირად ვითარდება ანემია. ბავშვებში დაავადება გამოიხატება ქონდრისკაცობით, ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეჩერებით.

 

ჰიპოპიტუიტარიზმის მკურნალობა

სიმსივნის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა ხდება ქირურგიული ჩარევის გზით, რეტგენო, გამა თერაპია შემდგომი შენაცვლებითი თერაპიით, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება ორგანიზმში ჰორმონების ნორმალური დონის აღდგენის მიზნით.

 

დაზიანებული ჰიპოფიზი ვერ უზრუნველყოფს მათ გამოყოფას სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებში (სასქესო, ფარისებური, თირკმელზედა). მკურნალობისთვის გამოიყენება – კორტიზოლი (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი), თირეოიდინი (ფარისებური ჯირკვლის ჰორმონი), მამაკაცებში და ქალებში შესაბამისი მამრობითი და მდედრობითი სასქესო ჰორმონები; ბავშვებში მკურნალობა ტარდება ზრდის ჰორმონით (სომატოტროპული ჰორმონი) და ანაბოლიური საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ჩონჩხ–კუნთოვანი სისტემის ზრდასა და განვითარებას.

 

პროგნოზი:

სწორი შენაცვლებითი თერაპიის შემთხვევაში შედეგი კეთილსაიმედოა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player