სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი)

თირეოიდიტი იგივე ფარისებრი ჯირკვლის ანთება, გამოწვეულია მრავალი მიზეზით. ყველაზე ხშირ მიზეზად გვევლინება აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი).

ფარისებრი ჯირკვლის, ამ ქრონიკულ ანთებით დაავადებას იწვევს სისხლში ანომალიური ანტისხეულების არსებობა და ლეიკოციტებით, რომლებიც უტევენ და აზიანებენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს. ე.წ. „აუტოიმუნური“ განადგურების საბოლოო შედეგი არის ჰიპოთირეოზი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების სრულად გაქრობით (არარსებობით). თუმცა, ბევრ პაციენტს უნარჩუნდება ფარისებრი ჯირკვლის რეზერვი, რაც საკმარისია ჰიპოთირეოზის თავიდან ასაცილებლად.

კლინიკური სურათი

აუტოიმუნური თირეოიდიტით (აით) დაავადებული პაციენტები, ძირითადად არიან ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ქალები. ხშირად მათ არ აღენიშნებათ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ წნევას ფარისებრ ჯირკვალში და დაღლილობას. ადრეულ სტადიებში ადგილი აქვს მსუბუქად არაერთგვაროვან მძაფრ ქავილს, ზოგჯერ ოდნავ მგძნობიარეს. ტკივილი გვხდება შემთხვევების დაახლოებით 10%-ში.

 

ლაბორატორიული ანალიზები - „აუტოიმუნური თირეოიდიტის“ დიაგნოზი დასტურდება სპეციფიკური სურათით - სისხლში ანტისხეულების მაღალი დონე, რომლებიც მოქმედებენ საკუთარი ფარისებრი ჯირკვლის ცილების წინააღმდეგ. დიაგნოზის საბოლოოდ დამტკიცება შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიით. ნემსი შეჰყავთ ფარისებრ ჯირკვალში, იღებენ ზოგიერთ უჯრედს და გადააქვთ სასაგნე მინაზე. ექიმი ნაცხში აღმოაჩენს ბევრ ლიმფოციტს სისხლში, რაც მიუთითებს ფარისებრ ჯირკვალში ანთებითი ხასიათის რეაქციაზე.

 

მკურნალობა - დიაგნოზის დადგენის შემდეგ, აით-ს მკურნალობისთვის იყენებენ ჩანაცვლებით თერაპიას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით (L-თიროქსინი), თუნდაც იმ მომენტისთვის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალური იყოს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს ნიშნავენ შემდეგი მიზეზების გამო:

 

1) ამცირებს ქავილს, აქვეითებს რა ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) გამომუშავებას;

2) აღკვეთს ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის განვითარებას და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შესაბამის დაქვეითებას, ვინაიდან ამ დაავადებას შეუძლია დროთა განმავლობაში პროგრესირება;

3) როგორც ჩანს, იგი სისხლის ლიმფოციტებზე ახდენს გამანეიტრალებელ ზემოქმედებას, რომლებიც იწვევენ ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებას და განადგურებას.

 

L-თიროქსინის დოზა ისეთივა, როგორც ჰიპოთირეოზის დროს, თუმცა შეიძლება მეტიც დასჭირდეს, ქავილის შესამცირებლად. ბევრ პაციენტს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აწუხებთ ქავილი, რომელიც შეიძლება არ გაქრეს რამოდენიმე წლის განმავლობაში, მის სრულ გაქრობამდე. პაციენტების უმრავლესობაში ქავილი ქრება 6-18 თვემდე პერიოდში. როდესაც ჯირკვალი მცირდება, იგი არ ფუნქციონირებს და თუ მკურნალობა არ დაინიშნა პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპოთირეოზი. ამიტომ, აით-ის L-თიროქსინით მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. აით-ით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც, რათა დარწმუნდნენ, რომ L-თიროქსინის დოზა შერჩეულია სწორად და ქავილი მცირდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player