სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა თომას ადისონმა 1855 წელს. თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის უკმარისობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ქერქის ქრონიკული უკმარისობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორეული. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობა არის პათოლოგია, რომელსაც იწვევს თავად თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის რღვევა; მეორად უკმარისობას კი იწვევს ჰიპოთალამო–ჰიპოფიზური რეგულაციის მოშლა (ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და ჰიპოთალამუსის კორტიკოლიბერინის წარმოება). 

 

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორეული უკმარისობა ვლინდება თავის ტვინის დაავადებებისას, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დაზიანებით (თავის ტვინის სიმსივნეები, ქალა–ტვინის ტრავმები, თავის ტვინზე ოპერაციის, სხივური თერაპიის, სხვადასხვა ინტოქსიკაციების შემდგომი დაზიანებების ჩათვლით).

 

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობა ვითარდება, თუ შენარჩუნებულია და ფუნქციონირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის მინიმუმ 10–15% მაინც. ადისონის სნეულების წინამორბედ ფაქტორებს მიეკუთვნებიან: ინფექციური დაავადებები (სიფილისი, ტუბერკულოზი, თირკმელზედა ჯირკვლის სოკოვანი დაავადებები); თირკმელზედა ჯირკვლების ამილოიდოზი; აივ–ინფექცია.

 

თავდაპირველად, იმ დაავადებებიდან, რომელიც იწვევდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველად უკმარისობას, ყველაზე ხშირი იყო ტუბერკულოზი. ამჟამად, დაავადებების 80%–მა შეიძინა აუტოიმუნური ბუნება და მას ეწოდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის იდიოპათიური ატროფია. ამასთან, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზით, ორგანიზმში ირღვევა იმუნური კონტროლის სისტემა და წარმოიქმნება აუტოანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ საკუთარ თირკმელზედა ჯირკვლის უჯრედებს.

ადისონის დაავადების მიმდინარეობა

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველად უკმარისობა, ჩვეულებრივ ეტაპობრივად იწყება. თავდაპირველად გამოიხატება ჩივილები: სისუსტე, დაღლილობა, განსაკუთრებით საღამო ხანს. ზოგჯერ, ასეთი სისუსტე მოსდევს ფიზიკური დატვირთვას ან სტრესულ სიტუაციებს. მადის დაქვეითება; პაციენტები ხშირად ავადდებიან კატარალური დაავადებებით; ცუდად იტანენ მზის სხივებს, ავადმყოფი თითქოს გარუჯულია.

 

ადისონის დაავადების მიმდინარეობის კვალდაკვალ, კუნთოვანი სისუსტე უფრო და უფრო გამოხატული ხდება. პაციენტს უძნელდება ნებისმიერი მოძრაობის შესრულება,თვით ხმის ტემბრიც კი წყნარი და დაბალი ხდება. სხეულის მასა კლებულობს. თითქმის ყველა ავადმყოფს უვითარდება სტაბილური ჰიპერპიგმენტაცია (კანის შეფერილობის გამკვეთრება), განსაკუთრებით ტანსაცმლის შეხების ადგილებში, სხეულის შიშველ ადგილებში, რომელიც შეიძლება გაირუჯოს, მკვეთრდება სარძევე ჯირკვლების დვრილების, ტუჩების, ლოყების შეფერილობაც. აღინიშნება არტერიული წნევის სტაბილური დაქვეითება, გულის რიტმის გახშირება, ვლინდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულის რევა, ღებინება, შეკრულობისა და ფაღარათის მონაცვლეობით; სისხლში მცირდება გლუკოზის რაოდენობა, ირღვევა თირკმლების მუშაობის პროცესი, რაც ხშირად ვლინდება ღამეული შარდშეუკავებლობით. ცენტრალური სისტემის კუთხით ჩნდება ყურადღების, მეხსიერების მოშლა, დეპრესიული მდგომარეობა. ქალებში ანდროგენების უკმარისობასთან დაკავშირებით გამოხატულია თმის ცვენა ბოქვენზე და იღლიის ფოსოში.

 

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობის დიაგნოსტიკა ადისონის დაავადების დიაგნოსტირება ხდება პაციენტების ჩივილებსა და მათი ვიზუალურ მდგომარეობაზე დაყრდნობით, რაც გამოხატულია არტერიული წნევის სტაბილური დაქვეითებით, ფიზიკური დატვირთვის აუტანლობით. ავადმყოფის სისხლში ვლინდება: კორტიზოლის შემცველობის დაქვეითება, კალიუმის შემცველობის ზრდა, ნატრიუმის დონის დაქვეითება და კორტიკოტროპინის მომატებული შემცველობა.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობის მკურნალობა

მკურნალობა ითვალისწინებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ საკუთარი ჰორმონების სინთეზის სტიმულაციას და შენაცვლებით თერაპიას კორტიკოსტეროიდებით. ინიშნება დიეტა ნახშირწყლების მაღალი შემცველობით, სუფრის მარილის საკმარისი რაოდენობით, ცილოვანი საკვების და ვიტამინების, განსაკუთრებით კი ასკორბინ მჟავას შემცველობით. თუ ავადმყოფის მდგომარეობა კარგია, შენაცვლებითი თერაპია გლუკოკორტიკოიდებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სტრესული მდგომარეობის არსებობისას.

 

თუმცა, ასეთ პაციენტების მკურნალობა ძირითადად ეყრდნობა გლუკოკორტიკოიდების მუდმივ მიღებას, ზოგიერთს კი დამატებით უნიშნავენ მინერალოკორტიკოიდებს. ძირითად სამკურნალო პრეპარატს წარმოადგენს ჰიდროკორტიზონი (კორტიზოლი, კორტეფი). იშვიათად გამოიყენება პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი და ტრიამცინოლონი.

 

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი უკმარისობის მკურნალობის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობის კომპენსაციისთვის, შენაცვლებითი თერაპიის დროს საკმარისი რაოდენობით უნდა დაინიშნოს ჰორმონები, დოზის გადაჭარბების გარეშე.

 

თუ ადისონის დაავადებით დაავადებულ ავადმყოფს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა რომელიმე ორგანოზე, ოპერაცია ტარდება ოპერაციის დროს ვენაში ჰიდროკორტიზონის შეყვანის თანხლებით და პოსტოპერაციული პერიოდის დროს ჰორმონების ჩვეულებრივი დოზა იზრდება. პირველადი ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ახალგაზრდა ქალებში, შესაძლებელია ორსულობა და მშობიარობა, მისაღები ჰორმონალური პრეპარატების დოზის გაზრდის პირობებში.

 

ადისონის დავადების დროული დიაგნოსტიკის და შესაბამისი მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუმცა, ავადმყოფებს არ შეუძლიათ მძიმე ფიზიკური შრომა და მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი სახის სტრესული ზემოქმედება მოითხოვს დანიშნული ჰორმონალური პრეპარატების დოზის გაზრდას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player