სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადება, რომლისთისაც დამახასიათებელია სხეულის მასის ზრდა, მოჭარბებული ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე. გაცხიმოვნება ხშირად ვლინდება 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში.

 

დაავადების გამომწვევი მიზეზები

გაცხიმოვნების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი არის ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა, ანუ როდესაც ორგანიზმის მიერ მიღებული და გაცემული ენერგია ერთმანეთს არ შეესაბამება. გაცხიმოვნების საკმაოდ ხშირი მიზეზია მოჭარბებული მადიანობა, თუმცა გაცხიმოვნების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ენერგიის გაცემის კონტროლის დარღვევა. უდაოა მემკვიდრეობით-კონსტიტუციური მიდრეკილების, ფიზიკური დატვირთვის, ასაკობრივი, სქესობრივი, პროფესიული ფაქტორების დაქვეითების, ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობის (ორსულობა, ლაქტაციის, კლიმაქსის პერიოდები) როლი დაავადების გამოწვევისას. გაცხიმოვნება წარმოადგენს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ დაავადებას, რომლის პათოგენეზში წამყვან როლს თამაშობს ამა თუ იმ ხარისხის ჰიპოთალამური დარღვევების გამოვლინება, რომელიც განპირობებულია ცვლილებებით ქცევით რეაქციების რიგებში, განსაკუთრებით კვებით ქცევაში და ასევე ჰორმონალური დარღვევებით.

 

მატულობს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის აქტივობა: იზრდება ატჰ-ს სეკრეცია, კორტიზოლის წარმოქმნის სიჩქარე, დაჩქარებულია მისი მეტაბოლიზმი. ქვეითდება ლიპოლითიკური მოქმედების მქონე სომატოტროპული ჰორმონის სეკრეცია, ირღვევა გონადოტროპინების და სქესობრივი სტეროიდების სეკრეციის პროცესი. ავადმყოფისთვის დამახასიათებელია ჰიპერინსულინემია, მისი მოქმედების ეფექტურობის დაქვეითება; დარღვეულია თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი და მისი პერიფერიული მგრძნობელობა.

 

განარჩევენ ალიმენტარულ-კონსტიტუციურ, ჰიპოთალამურ და ენდოკრინული გაცხიმოვნების სახეებს.

 

ალიმენტარულ-კონსტიტუციური გაცხიმოვნება მემკვიდრეობითი ბუნების მატარებელია, როგორც წესი იგი ვითარდება სისტემატური ხასიათის, საკვების ჭარბი მიღებისგან, კვების რეჟიმის დარღვევისგან, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ადექვატური ფიზიკური დატვირთვის არარსებობა; როგორც წესი დაავადება ახასიათებთ ერთი ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს.

 

ჰიპოთალამური გაცხიმოვნება ვითარდება ჰიპოთალამუსის ფუნქციების დარღვევის შედეგად და ამასთან დაკავშირებით სახეზეა მთელი რიგი კლინიკური ნიშნები.

ენდოკრინული გაცხიმოვნება - ეს არის ენდოკრინული ჯირკვლების პირველადი პათოლოგიების ერთ-ერთი სიმპტომი, ასეთი პათოლოგიებია: ჰიპერკორტიციზმა, ჰიპოთირეოზი, ჰიპოგონადიზმი. ამასთან, გაცხიმოვნების ყველა ფორმის დროს, სახეზეა ჰიპოთალამუსის ამა თუ იმ ხარისხის დარღვევა, გამოწვეული ან თავდაპირველად ან გაცხიმოვნების განვითარების პროცესში.

 

გაცხიმოვნების სიმპტომები, დაავადების მიმდინარეობა - გაცხიმოვნების ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია სხეულის ჭარბი წონა. განარჩევენ გაცხიმოვნების ოთხ ხარისხს და ორ სტადიას - პროგრესირებადი და სტაბილური.

 

I ხარისხი - სხეულის ფაქტიური მასა ნორმას აჭარბებს არა უმეტეს 29%-ით;

II ხარისხი - სიჭარბე შეადგენს 30-40%

III ხარისხი - კი 50-99%

IV ხარისხი - სხეულის ფაქტიური მასა ნორმას აჭარბებს 100%-ზე მეტით.

 

ზოგჯერ, გაცხიმოვნების ხარისხი ფასდება სხეულის მასის ინდექსით, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით: სხეულის მასა (კგ)/სიმაღლე (მ) (კვ); ნორმად მიიჩნევა მასის ინდექსი, რომელიც შეადგენს 20-24,9 - I ხარისხი - 25-29,9; II ხარისხი - 30-40, III ხარისხი - 40-ზე მეტი.

 

გაცხიმოვნების I-II ხარისხით დაავადებულებში, როგორც წესი ჩივილები გამოხატული არ არის, უფრო მასიური გაცხიმოვნების დროს ავადმყოფი უჩივის მოთენთილობას, ძილიანობას, უხასიათობას, ზოგჯერ სახეზეა ნერვოზული გამოვლინებები, გაღიზიანებადობა, გულისრევა, პირის ღრუში მომწარო გემო, ქოშინი, ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილები სახსრების და ხერხემლის არეში.

 

ჰიპოთალამური გაცხიმოვნების დროს გამოხატულია, გაძლიერებული მადა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, შიმშილის და წყურვილის შეგრძნება ღამით. ქალებში - მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა სახის დარღვევები, უშვილობა, ჰირსუტიზმი; მამაკაცებში - პოტენციის დაქვეითება.კანის გაჭუჭყიანება და ტროფიკული დარღვევების, წვრილი მოვარდისფრო სტრიები თეძოებზე, მუცელზე, მხრებზე, იღლიებში; კისრის, ფრჩხილების, ტანსაცმლის ხახუნის ადგილებში ჰიპერპიგმენტაცია, მომატებული არტერიული წნევა. ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევისას, ჰიპოთალამური გაცხიმოვნებით დაავადებულ ავადმყოფებში ვლინდება ტვინის დიენცეფალური სტრუქტურის დარღვევის ნიშნები. 17-ოკს და 17-კს ექსკრეციის დადგენისას ხშირად ვლინდება მათი ოდნავ მომატება. ჰიპოთალამური გაცხიმოვნების და ჰიპერკორტიციზმის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის ტარდება მინი ტესტი დექსამეტაზონზე, ქალას და ხერხემლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. წყურვილის, პირის ღრუში სიმშრალის შემთხვევაში, მშიერ კუჭზე ზომავენ სისხლში შაქრის დონეს და დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენების მიხედვით ატარებენ ტესტს გლუკოტოლერანტულობაზე. მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას - გინეკოლოგიური შემოწმება, მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, რექტალური ტემპერატურის გაზომვა, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის სხვა ტესტები.

მკურნალობა

რეკომენდირებულია სხეულის წონის დაკლებაზე ორიენტირებული კომპლექსური ხასიათის მკურნალობა, დიეტოთერაპიის და მკურნალობის ფიზიკური მეთოდების კომბინაციით. სასურველია ბალანსირებული, დაბალკალორიული დიეტა, ნახშირწყლების შემცველობის და ნაწილობრივ ცხიმების, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცხიმების მინიმიზაციის ხარჯზე, ამასთან ცილების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების საკმარისი შემცველობით (ენერგეტიკული ხარჯვის ჩათვლით).

აუცილებელია პროდუქტების მიღება, უჯრედისების მაღალი შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების სწრაფ განვლადობას. კვება პორციებად, დღე-ღამეში 5-6 ჯერ. ეწყობა განტვირთვის დღეები; აუცილებელია აქტიური მოძრაობის რეჟიმი, სისტემატური სამკურნალო ვარჯიშები, შხაპი, მასაჟის კურსები. IV ხარისხის გაცხიმოვნების დროს, სელექციურ თერაპიად მიიჩნევა მკურნალობის ქირურგიული მეთოდი. გაცხიმოვნების ენდოკრინული ფორმების დროს, მკურნალობენ ძირითად დაავადებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player