სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გვხვდება ათჯერ უფრო იშვიათად, ვიდრე აუტოიმუნური თირეოდიტი. იგი წარმოადგენს თირეოიდიტის გარდამავალ ფორმას, რომელიც იწვევს ჰიპერთირეოზს, რომელიც არ ითხოვს რადიოაქტიური იოდით მკურნალობას ან ფარისებრი ჯირკვლის მოცილებას.

 

არსებობს მონაცემები იმის შესახებ, ქვემწვავე თირეოიდიტი გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, ვინაიდან პაციენტების უმრავლესობამ გადაიტანა ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, თირეოდიტის გამოვლინებამდე რამოდენიმე კვირით ადრე. ეს დაავადება გვხვდება მცირე ეპიდემიის ფორმით, რომელიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ცნობილ ვირუსულ ინფექციებთან.

 

კლინიკური სურათი

დაავადების ძირითადი სიმპტომებია ფარისებრი ჯირკვლის შეშუპება და ჰიპერთირეოზის სიმპტომები. ეს სიმპტომები გულისხმობს სიცხის აუტანლობას, ნერვოზს, გულის ცემის გახშირებას და სისუსტეს. ჰიპერთირეოზი განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაპარვით ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებიდან, რომელიც დაზიანებულია ვირუსული ინფექციებით. ეს არის დროებითი მდგომარეობა, ვინაიდან ვირუსული ინფექციების დასრულების შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. დათვალიერებისას, პაციენტს აღენიშნება ძალიან მგრძნობიარე, შესიებული ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპერთირეოზის სუსტი ნიშნები.

 

ლაბორატორიული ანალიზები

ჰიპერთირეოზი უვითარდება, ქვემწვავე თირეოიდიტით დაავადებული პაციენტების თითქმის ნახევარს. ასეთი პაციენტის დიაგნოზი შეიძლება დაზუსტდეს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მაღალი დონეების გამოვლენით. ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), რომელიც ძალიან სასარგებლო ანალიზია ამ დაავადების დროს, ძალიან მაღალია (80-ზე მეტი). რადიოაქტიური იოდის შთანთქმის ანალიზი იძლევა ძალიან დაბალ მაჩვენებლებს. ამ ანალიზის ნორმალური მაჩვენებლების შეადგენს 15-20%-ს. ქვემწვავე თირეოიდიტის დროს შთანთქმა ჩვეულებრივ შეადგენს არა ნაკლებ 1%-ს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვირუსით დაინფიცირებული უჯრედები, „ავად“ არიან და არ შეუძლიან შთანთქან იოდი.

 

მკურნალობა

ამ დაავადების მსუბუქი ფორმების მკურნალობისთვის იყენებენ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ანთების, შეშუპების და ტკივილის მოსახსნელად. უფრო მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებს ენიშნებათ სტეროიდული ჰორმონები (კორტიზონი). უმრავლეს შემთხვევაში პაციენტი რამოდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება. ზოგიერთს დაავადება უფრო უხანგრძლივდება და ზოგჯერ სახეზეა რეციდივი. პაციენტთა დაახლოებით მეოთხედს, ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების მნიშვნელოვანი დაზიანების შედეგად, აღენიშნებათ ჰიპოთირეოზის დროებითი სტადია, რომელმაც შესაძლოა მოითხოვოს L-თიროქსინით მკურნალობა. საბოლოო ჯამში უჯრედები აღდგება და L-თიროქსინით მკურნალობა შეიძლება, რომ შეწყდეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player