ნაადრევი სქესობრივი განვითარება - სქესობრივი სიმწიფის პერიოდი გოგონებში დგება 8 წლამდე, ხოლო ბიჭებში 10 წლამდე. ჯალღუზისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის არეში, პათოლოგიური პროცესების დროს, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ სისტემაში ჩნდება ცვლილებები, როგორც ჩვეულებრივი სქესობრივი სიმწიფის დროს, რომელსაც მივყავართ ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებისკენ, რაც თავის მხირვ იწვევს სქესობრივ განვითარებას,
ახდენს რა პრეპუბერტატული და პუბერტატული პერიოდების იმიტაციას (ე.წ. ნამდვილი, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, როგორც გოგონებში ასევე ბიჭებში, ყოველთვის იზოსექსუალურია). გონადების სიმსივნის, სიმსივნეების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქციის დროს სახეზეა ცრუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება: გონადოტროპინების სეკრეცია არ ძლიერდება, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ან გონადების სიმსივნეების მიერ სქესობრივი ჰორმონების ჭარბი გამომუშავება არ შეესაბამება იმ ცვლილებებს, რაც დამახასიათებელია ნორმალური პრეპუბერტატული და პუბერტატული პერიოდებისთვის, გონადები კვლავ ინფანტილურები რჩებიან
გოგონებში ცრუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალური - ადრენოგენიტალური სინდრომის დროს, ხოლო იზოსექსუალური - საკვერცხეების სიმსივნეების დროს, ხოლო ბიჭებში - იზოსექსუალური.
სიმპტომები
ზრდის პროცესის დაჩქარება და სხეულის მასის მატება, თანატოლების გასწრება სქესობრივი მომწიფების კუთხით. გოგონებში - სარძევე ჯირკვლების ზრდა, ბოქვენის არეში თმიანობა, სისხლიანი გამონადენი საშოდან, საშვილოსნოს, მისი დანამატების ზრდა, რაც დამახასიათებელია პრეპუბერტატული და პუბერტატული პერიოდებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში სახეზეა რეგულარული მენსტრუალური ციკლი.
ბიჭებში - გარე სასქესო ორგანოების ზომაში მატება, თმიანობა საზარდულზე და სახეზე, ერექცია, პოლიუცია. სისხლძარღვოვანი სურათი მკვეთრად გამოხატულია, ძირითადი ძვლის სინუსის ჰიპერპნევმატიზაცია; ჩონჩხის დიფერენცირება დაჩქარებულია. ზრდის ზონის ადრეული დახურვა საბოლოო ჯამში იწვევს სიდაბლეს. შესაძლებელია გამოვლინდეს ნევროლოგიური სიმპტომატიკა: თავის ტკივილი, სწრაფად დაღლა, ბულემია, პოლიდიპსია, ოკულომოტორული ნერვების დაზიანების სიმპტომები.