სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადება, რომლისთვის დამახასიათებელია ზრდისა და ფიზიკური განვითარების პროცესების შეჩერება. ქონდრისკაცად ითვლება მოზრდილი მამაკაცის სიმაღლე, რომელიც აღწევს 130სმ–ს, ხოლო ქალის 120სმ–ს.

 

ჰიპოფიზური ნანიზმი (ქონდრისკაცობა) მიზეზები – ამ მხრივ ნიშანდობლივია გენეტიკური ფაქტორები, სიმსივნური (კრანიოფარინგომები, მენინგიომები, ქრომოფობური ადენომები), ტრავმული, ტოქსიკური და ინფექციური დაზიანებები.

 

ჰიპოფიზური ნანიზმი (ქონდრისკაცობა) სიმპტომები – ზრდის შეფერხება ვლინდება, ბავშვის სიცოცხლის პირველივე თვეებში, იშვიათად – სქესობრივი მომწიფების პერიოდში (ითვალისწინებენ არა მხოლოდ სიმაღლეს და სხეულის მასას, არამედ ამ მაჩვენებლების დინამიკასაც). სხეული ინარჩუნებს ბავშვის ასაკისთვის დამახასიათებელ პროპორციებს. აღინიშნება ასაკთან შედარებით დიფერენცირების და სინოსტოზის ჩამორჩენა, კბილების გამოცვლის შეფერხება. კანი მშრალია, ფერმკრთალი, ნაოჭიანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სუსტად არის განვითარებული, ზოგჯერ მკერდზე, მუცელზე, თეძოებზე აღინიშნება მოჭარბებული ცხიმოვნება. კუნთოვანი სისტემა სუსტი განვითარებისაა. მამაკაც ავადმყოფებში, ასაკობრივ ნორმებთან შედარებით სასქესო ჯირკვლები და სასქესო ასოს ზომა შემცირებულია, სათესლე პარკი განუვითარებელია, არ არსებობს მეორეული სასქესო ნიშნები. მდედრობითი სქესის ავადმყოფთა უმრავლესობაში ასევე გამოხატულია ჰიპოგონადიზმი: მენსტრუაცია არ აღინიშნება, სარძევე ჯირკვლები და მეორეული სასქესო ნიშნები განუვითარებელია. გონებრივი განვითარება ნორმალურია, მცირეოდენი იუვენილური შტრიხებით. ნევროლოგიური კვლევებით შეიძლება გამოვლინდეს ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების ნიშნები. დამახასიათებელია შინაგანი ორგანოების ზომაში შემცირება (სპლანქნომიკრია), ხშირია ჰიპოტენზია, ბრადიკარდია. შესაძლებელია მეორადი ჰიპოთირეოზის და მეორადი ჰიპოკორტიციზმის გამოვლენა. თურქული კეხი, როგორც წესი, ზომაში შემცირებულია, ხშირად სახეზეა მისი დიაფრაგმის კალციფიკაცია, ჰიპოფიზის სიმსივნის არსებობის შემთხვევაში შეინიშნება თურქული კეხის ზომაში მატება, მისი კედლების დესტრუქცია. თითების და მაჯის სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღინიშნება ჩონჩხის დიფერენციაციის და გაძვალების პროცესის შეფერხება. სისხლში ზრდის ჰორმონის ბაზალური კონცენტრაცია დაქვეითებულია ან ნორმის ფარგლებშია, ინსულინის (ინსულინო ტესტი) ან არგინინის შეყვანა არ იწვევს ზრდის ჰორმონის სეკრეციის ზრდას, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰორმონის სეკრეციის მცირეხნიან და უმნიშვნელო მატებას.

 

ჰიპოფიზური ნანიზმი (ქონდრისაკცობა) მკურნალობა – ზრდის სტიმულაციის მიზნით მიმართავენ თერაპიის წყვეტილ კურსებს. სქესობრივი განვითარების სტიმულაციის მიზნით, ზრდის რეგიონის დახურვის შემდეგ ნიშნავენ სქესობრივ ჰორმონებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player