სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადებას იწვევს ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების სტაბილურად ზრდადი დონე. ტერმინი თირეოტოქსიკოზი (თირეოიდული ჰორმონებით ინტოქსიკაცია) ზედმიწევნით ადექვატურად აღწერს დაავადების არსს, რადგან ჰიპერთირეოზი ვლინდება ნორმალურ პირობებშიც, მაგალითად ორსულობისას.

 

დიფუზურ–ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი (მრავალკვანძოვანი) ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტის თირეოტოქსიკური ფაზა, ეს ის დაავადებები, რომელთა ფონზეც ყველაზე ხშირად ვითარდება თირეოტოქსიკოზი. იშვიათად დიაგნოსტირდება მეორეული თირეოტოქსიკოზი, ვინაიდან თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) ფონზე, რომელსაც გამოყოფს ჰიპოფიზის ადენომა, ხდება ფარისებური ჯირკვლის მუდმივი სტიმულაცია. თირეოტოქსიკოზი –ჰიპერტირეოზის საპირისპირო მდგომარებაა: თუ ჰიპერთირეოზის დროს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესი შენელებას იწყებს, თირეოტოქსიკოზის დროს მეტაბოლიზმი მკვეთრად მატულობს.

 

თირეოტოქსიკოზის სიმპტომები:

გახდომა, ტაქიკარდია, სხეულის გახურების (სიცხის) შეგრძნება; შინაგანი კანკალი, ჩახუთული სივრცის და მზეზე ყოფნის აუტანლობა, მომატებული ოფლიანობა, აღგზნებადობის და ნერვოზული ფონის მომატება, მოუსვენრობა, ხელების კანკალი. სიმძიმის ხასიათის მიხედვით განასახვავებენ მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და ძალიან მძიმე თირეოტოქსიკოზს.

 

დაავადების სიმპტომები, რომელთა მიხედვით ვლინდება თირეოტოქსიკოზი: თვით ჩიყვი – კისრის შეშუპება, ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება კისრის არეში, ჟრჟოლა.

 

თირეოტოქსიკოზის დიაგნოსტიკა:

ანამნეზის შეკრების და სათანადო შემოწმების შემდეგ, თირეოტოქსიკოზის საბოლოო დიაგნოზის დასმის მიზნით, ექიმი პაციენტს ურჩევს გაიკეთოს სისხლის ჰორმონალური ანალიზი. თირეოტოქსიკოზის დროს თტჰ–ს დონე კლებულობს, ხოლო T3 და T4 დონეები მომატებულია.

 

იმ დაავადების დაზუსტების მიზნით, რომლის ფონზეც განვითარდა თირეოტოქსიკოზი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს შემდეგი სახის გამოკვლევები: ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რადიოაქტიური იოდის და ტექნეციუმის გამოყენებით ფარისებური ჯირკვლის სკანირება, ფარისებური ჯირკვლის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, ფარისებური ჯირკვლის სტრუქტურებში ანტისხეულების და ასევე თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების ანტისხეულების დონის განსაზღვრა, ჰიპოფიზის ადენომაზე ეჭვის შემთხვევაში კომპიუტერული ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.

თირეოტოქსიკოზის მკურნალობა

არსებობს თირეოტოქსიკოზის მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი: მედიკამენტოზური, ქირურგიული და რადიოაქტიური იოდით მკურნალობა. კონსერვატიული (მედიკამენტოზური) მკურნალობისას ინიშნება თირეოსტატიკური პრეპარატები, აუცილებელია პრეპარატის რეგულარული და დროული მიღება ასევე ექიმი–ენდოკრინოლოგის რეგულარული კონსულტაციები.

 

ქირურგიული გზით მკურნალობის საჭიროება დგება, კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის, შუასაყარის ორგანოების (ფარისებური ჯირკვლის მნიშვნელოვნად ზრდა, ჩიყვის მკერდუკანა მდებარეობა) ზეწოლის სიმპტომების, თირეოსტატიკებით მკურნალობისას მძიმე გვერდითი მოვლენების და ფარისებრ ჯირკვალში ავთვისებიანი წარმონაქმნის ალბათობის შემთხვევებში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player