სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი. ცენტრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მსოფლიოში დამკვიდრებული, ყველაზე მაღალი სტანდარტების დანერგვა და განვითარებაა

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 32 2 440 550
მისამართი: ირაკლი გამრეკელის 47ა, 0186, თბილისი
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ გვერდი: http://mentalhealthcenter.ge
https://www.facebook.com/mentalhealthcenter.ge/

 

ცენტრის ძირითადი მიმართულებებია:

● ამბულატორია
● დღის სტაციონარი
● ფსიქო-რეაბილიტაცია
● საგანმანათლებლო
● სამეცნიერო

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი მომსახურება:

● სამედიცინო (დიაგნოსტიკა/მკურნალობა)
● ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური/ჯგუფური)
● ფსიქოდიაგნოსტიკა
● პიროვნებისკვლევა (პიროვნებისფსიქოლოგიურიპროფილი)
● ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიურირეაბილიტაცია-არტ_თერაპია

ცენტრში ყველა სახის ფსიქოლოგიურ/ფსიქიკური პრობლემის მქონე პირების დიაგნოსტირება და მკურნალობაა შესაძლებელი.
ცენტრისპ რიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები:
● შფოთვა

● დეპრესია

● ძილის დარღვევები

● ფობიები (შიშები)

● ქცევითი აშლილობები

● ადაპტაციის დარღვევები

● სოციალური ფობიები

● კვებითი დარღვევები (ანორექსია/ბულიმია)

● აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (ლუდომანია)
● პიროვნული აშლილობები (ფსიქოპათიები)


ცენტრში ხორციელდება ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მკურნალობა და რეაბილიტაცია, როგორიცაა:
● ბიპოლარული აშლილობა

● რეკურენტული (განმეორებადი) დეპრესია

● შიზოფრენია

● ქრონიკული ბოდვითი აშლილობა

● ორგანული ბუნების ფსიქოზური აშლილობები

● ორგანული ბუნების აფექტური აშლილობები

● დემენციის დროს განვითარებული ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.

დღის სტაციონარი:

მყუდრო, კომფორტული და პაციენტის საჭიროებეზე ინდივიდუალურად მორგებული.

პაციენტი დღის სტაციონარში მკურნალობის დროს იღებს სწრაფ, შედეგზე ორიენტირებულ, ინდივიდულურად მორგებულ, მაღალი ხარისხის მომსახურეობას.

მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული და ადაპტირებული კომპლექსური მკურნალობის ფორმა:
● მდგომარეობის შეფასება
● დანიშნულების შერჩევა
● ყოველდღიური მონიტორინგი
● ინტენსიური მედიკამენტური მკურნალობა
● ყოველდღიური ფსიქოთერაპია
● არტ თერაპია
● მოწვეული სპეციალისტის კონსულტაცია

ცენტრში მოწყობილია შესაბამისი მყუდრო გარემო და დასვენების პირობები.

ინოვაციები:

EMDR (თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების მეთოდი)

პირველად საქართველოში, პოსტტრავმული სტრესის და ფობიების ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი!
2015 წლიდან აღნიშნული მეთოდით წარმატებული მუშაობის გამოცდილება.
მხოლოდ 4-6 სეანსამდეა საჭირო სრულფასოვანი შედეგის მისაღწევად და პოსტრამვული მდგომარეობისა და ფობიებისგან (შიშების) თავის დასაღწევად.

პროლოგნირებული ექსპოზიციის თერაპია (PET)

პირველად საქართველოში (2016) დაინერგა ამერიკელი ფსიქოლოგების დახმარებით.

თერაპიის დროს ხდება ტრავმული მოვლენის ხელახალი განცდა, რის ფონზეც თანდათან იკლებს ტრავმატული ფაქტის მიმართ ნეგატიური და ამრიდებლური ქცევა, იკარგება მასთან ნეგატიური ემოციური კავშირი, რაც განაპირობებს პოსსტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების შემცირებას.

 

 ექიმები:

 

● გუგა (გიორგი) სიხარულიძე - დამფუძნებელი/დირექტორი/ფსიქიატრი

● ნანა მამულაშვილი - ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი/ფსიქოსექსოლოგი

● სოფო სალია - ფსიქიატრი/ნარკოლოგი

● შორენა რაზმაძე - ფსიქიატრი

● სოფო კოკოლიშვილი - ფსიქოლოგი/არტთერაპევტი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player