სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფსიქოლოგი

 

 

ტრენინგები:


2017 წელი - არტთერაპიის ერთწლიანი სასწავლო კურსი - ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი;
2016 წელი - არტთერაპიის საბაზისო კურსი - ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი;
2014 წელი - პათოფსიქოლოგია და ფსიქოდიაგნოსტიკა, ლუშერისა და ლირის პრაქტიკული უნარ-ჩვევები - ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ,,პერსონა’’;
2013 წელი - არტთერაპია - თინათინ აფხაიძის ფსიქოლოგიური ცენტრი;
2012 წელი - არტთერაპია - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ,,კამარა’’, ფსიქიკური ჯანმრთელობა - GIP (გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში);
2011 წელი - მულტიდისციპლინარული გუნდი და შემთხვევის მართვა, აგრესიის მართვა - GIP (გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში);
2011 წელი - DBT – შესავალი დიალექტიკურ - ბიჰევიორალურ თერაპიაში - GSRT (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი );
2010 წელი - ფსიქიკური დაავადებების მქონე პირების უფლებები და თავისუფლება - ქ. თბილისის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი;
2009 წელი - ემოციის მართვა - დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტი;
2007 წელი - არტთერაპია, გეშტალდთერაპია - ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია;
2008 წლიდან დღემდე მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ახორციელებს კლიენტის/ბენეფიციარის საჭიროებებისა და რისკების შეფასებას, შეფასების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადებას მულტიდისციპლინარული გუნდისთვის. საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ და ჯგუფურ არტთერაპიულ მუშაობას.

 

დღეისათვის აქვს თეორიული ცოდნისა და მულტიდისციპლინარულ გუნდში პრაქტიკული მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება:

1. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან (2008 წლიდან დღემდე);
2. არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან (2010-2012წწ);
3. ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან (2008წ);
4. ადრეული განვითარების (ასაკის) ბავშვებთან (2009წ-დღემდე);
5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან (2013წ-დღემდე);


აქტიურად ახორციელებს ბავშვის, მოზარდის და ზრდასრულის ფსიქოდიაგნოსტიკურ შეფასებას. ინდივიდუალურ შეფასებაზე დაყრდნობით ადგენს ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო გეგმას და ახდენს მუშაობის წარმართვას ბენეფიციარისათვის ახალი, საინტერესო, წარმატებული, რესურსული, კორექციული/თერაპიული თვალსაზრისით.
აქტიურად არის ჩართული პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამებში, რაც აძლევს შესაძლებლობას მიიღოს პირადი შთაბეჭდილებები და გამოცდილება წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player