ავტომობილით მგზავრობის დროს ორსული ქალისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვედების სწორი გამოყენება. ღვედების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება საგზაო შემთხვევის დროს. ორსულს უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია ღვედების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით
- ღვედები უნდა გაკეთდეს მუცლის ზემოთ ან ქვემოთ და არა უშუალოდ მუცელზე;
- გამოყენებული უნდა იყოს 3 ნაწილიანი ღვედები ზონარის მოთავსებით მუცლის ქვემო არეზე, ბარძაყებს შორის და დიაგონალურად მხრის დაფიქსირებით მუცლის ზემოთ სარძევე ჯირკვლებს შორის;
მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა