ორსულობა გრძელდება. შეიძლება ძილი პრობლემად გექცეთ ეს არც არის გასაკვირი. ტუალეტში ხშირი სიარული და წელის ტკივილები ძილს აძნელებს. არსებობს აზრი, რომ ეს "ბუნება" გამზადებთ მომავალი "უძილო ღამეებისათვის"
ყოველივე ამას რომ გაუმკლავდეთ, ოდნავ შეამცირეთ სითხის მიღება, დღის განმავლობაში გააკეთეთ მენჯის ბრუნვითი მოძრაობები (ნელა და თანაც არ გადაიტვირთოთ), დღე ცოტ–ცოტა ისაქმიანეთ სახლში, ისე რომ არ გადაიღალოთ. ეს ძილის პრობლემას ნაწილობრივ მოაწესრიგებს.
შეივსეთ თქვენი ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეპიდურალური ანესთეზია, ეპიზიოტომია, სამშობიარო მაშები. საკეისრო კვეთა.
ნაყოფი უკვე 2 კგ და 200 გრ–ია, სიგრძე 45 სმ. თუმცა ამ ვადაზე უკვე წონა ძალზე ვარიაბელურია ნორმის ფარგლებშიც კი. დღეიდან საშუალო მატება კვირაში 220 გრ იქნება.
მასალა მოგვაწოდა medea.ge