სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ამ პერიოდში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ წონაში სერიოზულად იმატებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ორსულობისას წონაში მატება 11–13 კგ ფარგლებში, როგორც წესი საშიში არ არის. წონის მატება ასახავს ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს.



პრაქტიკულად ყველა ორსულს ეზრდება სარძევე ჯირკვლები, თუ არაორსული ქალის ძუძუს მასა დაახლოებით 200 გრამია, ორსულის შემთხვევაში 780 გრამს აღწევს.

თქვენი წონის ნამატის მნიშვნელოვანი ნაწილია სანაყოფე წყლები და სისხლის გაზრდილი მოცულობა, რაზეც უკვე იყო საუბარი. არ უნდა დაგვავიწყდეს პლაცენტა და რაც მთავარია თქვენი პატარა, რომელიც ამ ვადაზე 900 გრამზე მეტია. შედეგად ირკვევა, რომ წონაში მატების შედეგად თქვენი ცხიმოვანი ქსოვილის მასა უმნიშვნელოდ იმატებს. საშუალოდ ქალი ორსულობისას 11–13 კგ იმატებს.

გახსოვდეთ! ორსულობისას გასახდომი დიეტების დრო არ არის!

ორსულობამდე ზედმეტი წონა თუ გაწუხებდათ, ახლა არანაირი ზომები არ მიიღოთ წონაში დასაკლებად. ეს შეიძლება ნაყოფისათვის ძალიან მავნე აღმოჩნდეს!

თქვენი პატარას კანი ძალზე დანაოჭებულია მუდმივად სითხეში ყოფნის გამო. არ იდარდოთ, მშობიარობამდე გაქრება.

პატარას წონა, როგორც უკვე ვთქვით, 900 გრამზე ოდნავ მეტია.

მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player