სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თქვენი მონოპოლია დასრულდა! ახლა თქვენი პატარას მოძრაობის შეგრძნება შეუძლიათ სხვა ოჯახის წევრებსაც. პირველად აუცილებლად მამა გაახარეთ.

 


ახალი სირთულე – კვლავ პრობლემაა საწოლში და დასასვენებელი პოზის მოძებნა. სულ მარცხენა გვერდზე ხომ არ იქნებით (სასარგებლოა) ან მარჯვენაზე, ამასთან საჭიროა საკუთარ თავს დაუტოვოთ სააბაზანოსთან და მაცივართან მისვლის საშუალება, როც სხვა ოჯახის წევრებს სძინავთ. ძალიან კარგია სპეციალური მატრასები ორსულებისათვის, მაგრამ აქ გაყიდვაში არ გვინახავს, საზღვარგარეთიდან თუ ჩამოგიტანთ ვინმე. ამიტომ ისევ ბალიშებით რაიმე კონსტრუქცია მოიგონეთ. უბრალოდ ერთი პრობლემაა, რომ ამ ბალიშებს ბევრი ადგილი მიაქვთ.

 


პატარას ახლა უკვე კარგად ესმის ყველაფერი. ადრეც ესმოდა, მაგრამ ახლა სხვა დონეზეა. გაართეთ მემკვიდრე. ადრე მას თქვენი გულისცემა და ნაწლავების პერისტალტიკის ხმა თუ ესმოდა, საყოფაცხოვრებო ხმებიდან წყლის ხმაური აბაზანაში, მტვერსასრუტის ხმა და ა.შ. ახლა უკვე დროა ერთად მოუსმინოთ მოცარტსა და ვივალდის, ჩაიკოვსკის და შტრაუსს, თანამედროვეებიც არ დაგავიწყდეთ – ლექსენი და შავი პრინცი



ყველაფერი ეს ადრეც შეიძლებოდა, უბრალოდ ამ დროისათვის სმენა მკვეთრად უმჯობესდება.



ამ კვირაში ბავშვი უკვე 800 გრამია, სიგრძეში 32,5 სმ.



მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player