სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ამ კვირაში თქვენ შეიძლება პირველად იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა. ეს უფრო მოსალოდნელია, თუ თქვენ უკვე გყავთ შვილი, ან თუ ძალიან გამხდარი ბრძანდებით. განმეორებითი ორსულობისას ეს 2–4 კვირით ადრე ხდება პირველთან შედარებით. პირველი ორსულობისას ქალი ზოგჯერ 22–23 კვირამდე ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას და ეს არც არის გასაკვირი.

 

 

ამ ვადაზე მოძრაობა საკმაოდ დელიკატურია, განსხვავებით იმ ტლინკაობისაგან, რომელიც იცის ნაყოფმა შედარებით გვიან ვადებზე.


ნაყოფის პირველი ამოძრავება შეიძლება მშობიარობის ვადის დასადგენადაც გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შეფასება ძლიერ არაზუსტია.

 


ამ კვირაში სასურველია ჩააბაროთ ალფა–ფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინის და ესტრიოლის ანალიზები.



ზოგიერთი გენეტიკური დაავადების დროს (მაგ. დაუნის სინდრომი), ეს მაჩვენებლები გამოდის ნორმიდან, ამიტომ მათი ჩაბარება აუცილებელია.



ნაყოფი იზრდება. მისი ყურის ნიჟარები თავის ადგილას მივიდა – ადრე კისრის ახლოს იყო.


ფრჩხილებიც უკვე პრაქტიკულად ფორმირებულია



რაც შეეხება თირკმელებსა და შარდის ბუშტს, ისინი ინტენსიურად მუშაობენ. ყოველ 45 წუთში მათ თავიანთი "წვლილი შეაქვთ" ამინიონურ სითხეში. პატარა ხშირ–ხშირად წოვს თავის თითს.



ზომაშიც როგორ გაიზარდა – უკვე 16 სმ–ია!



მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player