სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენ ისევ ადვილად იღლებით, გრძელდება გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევაც. რა გაეწყობა – ორსულობა მძიმე სამუშაოა.

 

დააკვირდით თქვენს მკერდს, თუ კანქვეშა ვენები გამოჩნდა, ე.ი. თქვენ გაქვთ სისხლძარღვების გაფართოებისაკენ მიდრეკილება. ჩვეულებრივ ეს პრობლემა უფრო გვიან ვადებზე იჩენს ხოლმე თავს.


არ ინერვიულოთ, მიიღეთ ზომები ვენების გაგანიერების საწინააღმდეგოდ: შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი, რემელიც მკერდს უფრო კარგად დაიჭერს, სიმძიმეების აწევისაგან თავი შეიკავეთ, ზედმეტად არ დაჭიმოთ მუცლის პრესის კუნთები, ხანგრძლივად დგომა და ჯდომა თქვენთვის არასასურველია, უმჯობესია გაისეირნოთ (ოღონდ ზედმეტი სეირნობაც არ ვარგა), თუ დიდხანს ჯდომა ან წოლა გიწევთ, ეცადეთ ფეხები მაღლა მოათავსოთ.

 

ეს ღონისძიებები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში და მაშასადამე განტვირთავენ კანქვეშა ვენებს. არ ადივიწყოთ ვიტამინები: C და P ვიტამინები ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და ხელს უშლიან მათ ზედმეტ გაფართოებას.


არ დაივიწყოთ პირველი კვირის რეკომენდაციები


ემბრიონის თავის ტვინი ინტენსიურად ვითარდება. ამ ვადაზე იწყება ნათხემის ფორმირება.
ექოზე უკვე კარგად ჩანს თქვენი პატარას სახე. ნიკაპი ჯერ კიდევ მკერდთან აქვს მიტანილი. აქტიურად ფორმირდება ძვლები, სახსრები და თითები როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურებზე. ამ კვირაში შესაძლებელია ნაყოფმა მოძრაობა დაიწყოს.


პატარა კიდევ გაიზარდა, ახლა თხემ–კუდუსუნის ზომა 13–15 მმ–ია, მის წონა კი დაახლოებით 1 გრამია. გილოცავთ!



მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player