ტოქსიკოზი ისევ გრძელდება, თქვენი საერთო მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია. თუ თქვენ აქამდე(თვეზე მეტად) უშედეგოდ ელოდით მორიგ მენსტრუაციას და ექიმისთვის არ მიგიმართავთ, აუცილებლად მიმართეთ, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ ორსულად ხართ თუ არა. ორსულობა რომ არ იყოს, ციკლის ასეთი დაგვიანება შემაშფოთებელია.
გინეკოლოგთან პირველი ვიზიტისას შემუშავდება ორსულობაზე დაკვირვების ინდივიდუალური გეგმა. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მშობიარობისათვი ფსიქო–პროფილაქტიკურ მომზადებაზე.
შემდგომი გამოკვლევები და ექიმთან ვიზიტები დამოკიდებული იქნება თქვენი ორსულობის მიმდინარეობაზე.
პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.
ნაყოფის ორგანიზმშიც დიდი ცვლილებებია, გული იზრდება და ფორმირდება მისი სტრუქტურები. კუჭი გადაინაცვლებს ქვევით და ჩადის მუცლის ღრუში. იწყება კუჭის კუნთის ინნერვაცია, ყალიბდება სანერწყვე ჯირკვლები.
აქტიურად ფორმირდება ძვლები და სახსრები, ზედა ტუჩის ნაწილები უახლოვდებიან ერთმანეთს. თუ თქვენ ბიჭი გყავთ, ყალიბდება სათესლე ჯირკვლები.
ექოსკოპია წინა კვირისაგან განსხვავებით დაადგენს არა მარტო თავისა და მენჯის მდებარეობას, არამედ ზურგისა და მუცლის მდებარეობასაც. შეიძლება ხერხემლის და "თვალების" დანახვაც კი. გგონიათ ეს ადვილია? ნამდვილად არა! თქვენი პატარას თხემ–კუდუსუნის ზომა სულ რაღაც 8–11 მმ–ია!
მასალა მოგვაწოდა medea.ge