სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

წინა კვირის შეგრძნებებს დაემატება ახალი: თავის ტკივილი, გახშირებული შარდვა, ძილიანობა, მადის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება და ღებინებაც. უკვე იწყება მოთხოვნა მწნილებზე და მარინადებზე. ყოველივე ეს ორსულობის ადრეული ტოქსიკოზის შედეგია და მისი მიზეზი თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

 

 

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ორსულს საერთოდ არ აღენიშნება არცერთი აქ ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი. ისინი ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადიან ორსულობის საწყის ეტაპს. ასე რომ თუ თქვენ ორსულობის დროს გულისრევის პრობლემები არ გექნათ, მხოლოდ მოსალოცია, მაგრამ თუ ყოველივე ეს აღინიშნა, ტრაგედია არ არის, უბრალოდ უნდა გაუძლოთ. გაძლება კი ცოტა დიდხანს მოგიწევთ – 12 კვირამდე. არიან ქალები, რომლებიც ტოქსიკოზს საერთოდ არ თვლიან პრობლემად და ყურადღებას არც აქცევენ. მიბაძეთ მათ, მაგრამ თუ ტოქსიკოზი ძალიან ბევრ უხერხულობას გიქმნით, აუცილებლად მიაკითხეთ მეან–გინეკოლოგს და არავითარი თვითმკურნალობა!



ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული შეცდომა, რომელიც გამოცდილ მეან–გინეკოლოგს არასოდეს მოუვა, ეს არის გულისრევის ცერუკალით შეჩერების მცდელობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი რამ სასწრაფო დახმარების ექიმებსაც გაუკეთებიათ – არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ცერუკალი!



პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.



ამ კვირის ბოლოს მენსტრუაცია უკვე დაგვიანებულია, ორსულობის ტესტი დადებითს აჩვენებს და სასურველია თქვენი ვიზიტი ექოსკოპისტთან მენსტრუაციის დაგვიანებიდან 3–5 დღეში, რათა ინახოს, რომ სანაყოფე პარკი არის თუ არა საშვილოსნოს ღრუში და გამოირიცხოს საშვილოსნოსგარე ორსულობა. ეს უკანასკნელი ბოლო წლებში საგრძნობლად გახშირდა. ექოსკოპია უნდა გაკეთდეს აუცილებლად ვაგინალური გადამწოდით პროფესიონალი ექოსკოპისტის მიერ, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს გინეკოლოგიურ ექოში.



მე–5 კვირის განმავლობაში თქვენი პატარა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ახლა იგი აღარ ჰგავს ბრტყელ დისკს, არამედ უფრო პატარა ცილინდრს მოგვაგონებს 1,5–2,5 მმ სიგრძის. ამ დროიდან ჩანასახს უკვე ემბრიონს უწოდებენ.



ამ კვირაში ჩნდება ღვიძლისა და პანკრეასის ჩანასახები, იწყება ზედა სასუნთქი გზების ფორმირება. ფორმირდება ნერვული მილი – ცენტრალური ნერვული სისტემის წინაპარი. ყოველივე ამაში დიდ როლს თამაშობს ფოლიუმის მჟავა, რომლის მიღებასაც კვლავ უნდა აგრძელებდეთ.

 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ამ კვირაში ემბრიონს უყალიბდება გონობლასტები – სასქესო უჯრედების წინაპრები. ე.ი. თქვენს პატარაში უკვე არის თქვენი შვილიშვილების წინაპარი უჯრედები. ერთი სიტყვით, რუსული "მატრეშკა" სათამაშოს მდგომარეობაში იმყოფებით.

მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player