არა ნამკურნალები ათაშანგით დაავადებულ ორსულებში ახალშობილთა დაინფიცირება ხდება შემთხვევათა 70 -100%-ში, ხოლო ახალშობილთა მესამედი უმწიფარი იბადება.
არსებობს ათაშანგის სეროლოგიური ტესტების 2 ძირითადი კლასიფიკაცია: არატრეპონემული და ტრეპონემული. არატრეპონემული ტესტები გამოავლენს ათაშანგის არასპეციფიურ ანტისხეულებს და მოიცავს ვენერიული დაავადების კვლევის ლაბორატორიასა (VDRL) და პლაზმის სწრაფ რეაგინის ტესტებს. (RPR) რეკომენდებულია, ათაშანგის სკრინინგი განხორციელდეს პირველ და მეოთხე ანტენატალურ ვიზიტზე. ყველა ქალი, რომელიც დადებითი აღმოჩნდება ათაშანგზე, უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ სპეციალისტთან. კვლევაში არ დადასტურდა ორსულობის დროს ათაშანგის პენიცილინით მკურნალობის არასასურველი ზომოქმედება ორსულობაზე, როდესაც მოხდა მკურნალობის ჯგუფის შედარება არანამკურნალები სერონეგატიური ქალების პოპულიაციასთან
მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა