სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჩვეულებრივად, ნორმალური ორსულობის პირველ ნახევარში არტერიული წნევის მაჩვენებლები კლებულობს, ხოლო მშობიარობის მომენტისათვის უბრუნდება ორსულობამდე არსებულ მაჩვენებლებს. ქრონიკული ჰიპერტენზიის შემთხვევაში გესტაციის 10-13 კვირაზე შეიძლება აღინიშნებოდეს არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები.

 

ორსულობის დროს ჰიპერტენზიის მიღებული განსაზღვრება გულისხმობს არტწრიულ წნევას 140/90 მმ/ვწყ/სვ-ს ორჯერადად, 4 საათის ინტერვალებით გაზომვისას. ასეთი მაჩვენებლების დროს მატულობს პერინატალური სიკვდილიანობა.37 აღსანიშნავია, რომ ორსულთა 20%-ს ორსულობის 20 კვირის შემდეგ მინიმუმ ერთხელ მაინც აღენიშნება არტერიული წნევის მარალი მაჩვენებლები. ეს იწვევს ჩარევების განხორციელებას ორსულთა 10%-ში, თუმცა პრეეკლამფსია შეიძლება განვითარდეს ორსულთა მხოლოდ 2-4%-ში. 38 ჰიპერტენზიის დიაგნსტირება დამოკიდებულია არტერიული წნევის გაზომვის სიზუსტეზე. ქვემოთ მოყვანილი კლინიკური რეკომენდაციები მიწოდებულია ამერიკის გულის ასოციაციის მიერ და ემთხვევა ექსპერტების ადრე არსებულ აზრს.


- წნევის გაზომვა ორსულის მჯდომარე ან ნახევრადმჯდომარე პოზიციაში ისე, რომ მკლავი მოთავსებული იყოს გულის დონეზე;
- შესაბამისი ზომის მანჟეტის გამოყენება(მინიმუმ 33X15 სმ ზომის). ნაკლები შეცდომები დაიშვება დიდი მანჟეტის გამოყენებისას მცირე მანჟეტთან შედარებით;
- ჰაერი ნელა უნდა იყოს გამოშვებული, დაახლოებით 2-3 მმ/წმ-ში, მთელი ჰაერის გამოშვებამ უნდა დაიკავოს დაახლოებით 30 წამი;
- არტერიული წნევა უნდა გაიზომოს 2მმ/ვწყ-მდე სიზუსტით;
- დიასტოლური წნევის გასაზომად გამოყენებული უნდა იყოს კოროტკოვის V ტონი (გულის ხმიანობის გაქრობა), რადგანაც ამ შემთხვევაში შეინიშნება ნაკლები უზუსტობები კოროტკოვის IV ტონის (გულის ტონების მოყრუება) გამოყენებასტან შედარებით.
- I ფაზა: პირველი სუსტი ტონების გამოჩენა, ინტენსიობის თანდათანობით მომატება- დააფიქსირეთ სისტოლური არტერიული წნევა;
- II ფაზა: ტონების ინტენსიობის შერბილების მოკლე ფაზა;
- III ფაზა: ტონების ინტენსიობის ხანმოკლე გაძლიერება;
- IV ფაზა: წყვეტილი მოყრუებული ტონები, რბილი და „ მბერავი“;
- V ფაზა: ტონების სრული გაქრობა - აღნიშნეთ დიასტოლური არტერიული წნევა.
- თუ აღინიშნება არტერიული წნევის ნულამდე დაცემა (ორსულთა 15%-ში), უნდა ჩაიწეროს როგორც IV, ასევე V ფაზის მაჩვენებლები (მაგ.: 148/84/0 მმ/ვწყ).
- თუ საჭიროა განმეორებითი გაზომვა, გამოყენებული უნდა იყოს მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული და არა მხოლოდ უფრო დაბალი მაჩვენებელი.
მეტა-ანალიზმა ორსულობის დროს არტერიული წნევის მონიტორინის მიზნით41 ავტომატური მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოავლინა, რომ ავტომატური მოწყობილობები იძლევა არტერიული წნევის შედარებით დაბალ მაჩვენებლებს პრეეკლამფსიის დროს. გამოყენების წინ მნიშვნელოვანია ავტომატური მოწყობილობების შემოწმება და ასევე ამ მოწყობილობებით მიღებული შედეგების ინტერპრეტირება დიდი სიფრთხილით.


არტერიული წნევის გაზომვის სიხშირე


არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა სიხშირით უნდა გაიზომოს არტერიული წნევა. მიუხედავად ამისა, რკკ-ის მიმოხილვამ, რომელშიც შედარებული იყო ანტენატალური ვიზიტების შემცირებული რაოდენობა სტანდარტულ რაოდენობასთან, არ გამოავლინა განსხვავება პრეეკლამფსიის განვითარების სიხშირეების თვალსაზრისით


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player