სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ორსულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

 

 

 

- შეშუპება;
- თავის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი საშოდან;
- სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა;
- მუცლის შებერილობა და შეკრულობა;
- საშოდან გამონადენის რაოდენობის გაზრდა;
- ისეთი ფუნქციური ჩივილები, როგორებიცაა უძილობა და გაღიზიანებადობა.
ზოგიერთი ნიშნები, რომლებიც მიიღება ფიზიკალური გამოკვლევის შედეგად, ასევე ადასტურებენ ორსულობის დიაგნოზს. ამ ნიშანთა უმრავლესობა ვლინდება ჩასახვიდან მე-6-8 კვირას.
- სარძევე ჯირკვლების ზომაში მომატება არეოლის ჰიპერპიგმენტაციით;
- საშოს კედლებისა და საშვილოსნოს ყელის ციანოზი და შეშუპება;
- საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ისთმური ნაწილის დარბილება;
- საშვილოსნოს კონსისტენციისა და ფორმის ცვლილებები;
- იმუნოლოგიური ტესტები იძლევა სარწმუნო შედეგებს ორსულობის 6 კვირის შემდეგ;



ორსულობის ვადის განსაზღვრა ბოლო მენსტრუაციის თარიღის მიხედვით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად ახსოვს ქალს თარიღი, ასევე მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობაზე და რეგულარობაზე. გესტაციური ვადის განსაზღვრა ბოლო მენსტრუაციის მიხედვით არ არის ზუსტი 11-42%-ში. არსებობს შეცდომის ალბათობა გესტაციური ვადის დადგენისას ულტრაბგერითი კვლევით მეორე და მესამე ტრიმესტრებში თუმცა შეცდომების ალბათობა ნაკლებია, ბოლო მენსტრუაციის მიხედვით ორსულობის ვადით განსაზღვრასთან შედარებით. ულტრაბგერითი გამოკვლევისას 10-13 კვირაზე გესტაციური ვადის განსაზღვრა ხდება თხემ-კუდუსუნის ზომის მიხედვით. ვადის განსაზღვრა ულტრაბგერით რუტინულად უნდა ჩატარდეს 24 კვირამდე. თუ ულტრაბგერითი კვლევითა და ბოლო მენსტრუაციით განსაზღვრული ორსულობის ვადები არ ემთხვევა, უპირატესობა ენიჭება ულტრაბგერით კვლევის მაჩვენებლებს.

 

სისტემატურმა მიმოხილვამ, რომელშიც ჩართული იყო 9 კვლევა, გამოავლინა, რომ რუტინული ულტრაბგერითი კვლევის დროს უფრო ადრე ვლინდებოდა მრავალნაყოფიანი ორსულობა (26 კვირამდე არადიაგნოსტირებული ტყუპები ასევე რუტინული კვლევისას მცირდებოდა ვადაგადაცილებული ორსულობის გამო სამშობიარო მოქმედების აღძვრის სიხშირე კვლევაში არ გამოვლინდა განსხვავება პერინატალური სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის რუტინული ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის ადრეულ ვადებზე გვაძლევს საშუალებას, უფრო ზუსტად დავადგინოთ ორსულობის ვადა, ადრეულად გამოვავლინოთ მრავალნაყოფიანი ორსულობა და ნაყოფის ანომალიები. არ გამოვლინდა ანტენატალურ პერიოდში ჩატარებული ულტასონოგრაფიის არანაირი უარყოფითი ზეგავლენა სწავლისა და ნეირო-ქცევით ფუნქციებზე შემდგომში.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player