1996 წლიდან საქართველოში სახელმწიფოს მიერ ფინანსირდება 4 ატენატალური ვიზიტი. მიღებული გადაწყვეტილება განპირობებული იყო დედისა და ბავშვის პროგრამების არასაკმარისი დაფინანსებით. შემდგომში გამოქვეყნდა რამოდენიმე რანდომიზირებული კვლევა და სისტემატური მიმოხილვა3, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს
ანტენატალური ვიზიტების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 4-მდე დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. კერძოდ, გამოვლინდა, რომ 4 ვიზიტის ჩატარებისას არ იზრდებოდა დედისა და პერინატალური სიკვდილიანობა, პრეეკლამფსიის, შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციების სიხშირე და სხეულის დაბალი წონით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა (>2500 გ) მტკიცებულებები ადასტურებენ იმ შეხედულებას, რომ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კარგად არის ორგანიზებული სამეანო სერვისი, პრენატალური ვიზიტების შემცირება დაკავშირებულია ისეთივე კარგ პერინატალურ გამოსავალთან, როგორც სტანდარტული მოდელის გამოყენებისას. მოსალოდნელი იყო, რომ ვიზიტების რაოდენობის შემცირებას მოყვებოდა უკმაყოფილება ქალთა მხრიდან. განვიათარებად ქვეყნებში ჩატარებულმა ორმა კვლევამ დაამტკიცა იგივე მოსაზრება ამ საკითხზე.
არსებული მტკიცებულებების თანახმად 4 ანტენატალური ვიზიტის სქემა წარმოადგენს იმ მინიმუმს, რომელიც უნდა შევთავაზოთ დაბალი რისკის ჯგუფის ორსულებს.
დღესდღეობით, არის მცდელობა არ შეიზღუდოს ვიზიტების რაოდენობა სახელმწიფოებრივი დაფინანსების ფარგლებში, სამედიცინო პერსონალს მიეცეს საშუალება, საორიენტაციო სქემაზე დაყრდნობით თვითონ გადაწყვიტოს ვიზიტების სიხშირე, მათ შორის მშობიარობის შემდეგაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უპირატესობა ენიჭება გამოსავალზე ორიენტირებულ ანტენატალური მეთვალყურეობის მოდელს.
მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა