ანტენატალური მეთვალყურეობეის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს ორსულისათვის საკუთარ მეთვალყურეობასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების შესაძლებლობის მიცემა: თუ ვინ უნდა განახორციელოს მისი მეთვალყურეობა, რა სკრინინგული ტესტები უნდა ჩაუტარდეს და სად უნდა დაიგეგმოს მისი მშობიარობა.
ამ მიზნით ქალისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველებთან გამართულ დისკუსიაში. სინამდვილეში ქალთა გარკვეულ რაოდენობას არ ფლობს საკმარის ინფორმაციას. ქალთა შეფასებამ ანტენატალური მეთვალყურეობის დროს ინფორმაციის მიღებისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით გამოავლინა, რომ ორსულთა 32-40%-მა მიიღო არასაკმარისი ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია ორსულობის დროს სხვადასხვა სკრინინგული ტესტების ჩატარების სარგებლიანობისა და რისკის შესახებ. ერთ მიმოხილვაში სადაც გამოიკითხა 1188 ორსული, გამოვლინდა, რომ ისინი ისურვებდნენ დამატებით ინფორმაციის მიღებას პირველი ვიზიტის დროს. მაღალი შეფასება მიეცა წერილობითი სახით ინფორმაციის მიწოდებას. ჩატარდა რკკ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბუკლეტების გამოყენების ეფექტურობის შესახებ ორსულ ქალებში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე. ბუკლეტები შემუშავებული იყო ორსულისათვის გასაგები ენით. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავება ჯგუფებს შორის გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, მაგრამ კმაყოფილება ინფორმაციით უფრო მაღალი იყო იმ ჯგუფში, რომელსაც დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა