სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სისტემატურმა მიმოხილვამ შეაფასა ანტენატალური მეთვალყურეობის ეფექტურობა ბებიაქალისა და ოჯახის ექიმის მიერ გაწეული დახმარების შედარების გზით მეან-გინეკოლოგის მიერ გაწეულ დახმარებასთან. ჯგუფებს შორის არ გამოვლენილა განსხვავება ნაადრევი მშობიარობის, საკეისრო კვეთის, ანემიის, საშარდე გზების ინფექციების, მშობიარობამდელი სისხლდენებისა და პერინატალური სიკვდილიანობის განვითარების სიხშირის თვალსაზრისით.

 

ამ მიმოხილვიდან გამომდინარე, ბებიაქალებისა და ოჯახის ექიმების მიერ აღმოჩენილი დახმარება დაკავშირებულია ორსულობასთან დაკავშირებული ჰიპერტენზიისა და პრეეკლამფსიის განვითარების სტატისტიკურად უფრო დაბალ სიხშირესთან სტანდარტული მეთვალყურეობის ჯგუფშთან შედარებით. 3 კვლევის მეტა-ანალიზზე დაყრდნობით, რომელშიც მონაწილეობდა 3 041 ქალი, ბებიაქალებისა და ზოგადი პროფილის ექიმების მიერ გაწეული ანტენატალური მეთვალყურეობის პირობებში დაბალი რისკის მქონე ქალებისათვის არ იზრდებოდა დედისა და პერინატალური გამოსავალის რისკი.


მიუხედავად იმისა, რომ მიღებული მონაცემები სარწმუნოდ მოწმობენ
ბებიაქალებისა და ოჯახის ექიმების მიერ გაწეული ანტენატალური მეთვალყურეობის უპირატესობაზე ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, არსებული კანონმდებლობა და ოჯახის ექიმებისა და ბებიაქალების მომზადების დონე არ იძლევა საშუალებას მოცემული რეკომენდაციის დანერგვისათვის.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player