სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ანტენატალური მეთვალყურეობის თანამედროვე მოდელს საფუძველი ჩაეყარა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ამ დროიდან ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. დღევანდელ დღემდე ანტენატალური ვიზიტების კომპონენტები და შინაარსი არ იყო მეცნიერულად დასაბუთებული. 1972 წელს არჩი კოჰრანი წერდა: “სამწუხაროდ, ანტენატალური მეთვალყურეობა არ მოიცავს კრიტიკულ შეფასებას, თუ რომელი სკრინინგული პროცედურებია დასაბუთებული.”

 

1998 წელს ჯანმო/ევროპის პერინატალური დახმარების სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე ჩამოყალიბდა პერინატალური დახმარების პრინციპები, სადაც გამოცხადდა, რომ ორსულობის დროს ყველა ჩარევას უნდა ჰქონდეს მკაცრი ჩვენება და რაც მთავარია, დამტკიცებული დადებითი ზეგავლენა ორსულობის გამოსავალზე.

 

სამწუხაროდ, დღევანდელ დღემდე ორსულობის მეთვალყურეობის დროს ხშირად გამოიყენება ჩარევები, რომლებიც დაფუძნებულია კერძო გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე, არ ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებებს და ამრიგად, არ ახდენს დადებით ზეგავლენას დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

 

მოცემულ კლინიკურ რეკომენდაციებში შეჯამებულია უკანასკნელი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც უნდა მიმდინარეობდეს ანტენატალური დაკვირვება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს.



მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player