გაგუას კლინიკა
ნეონატოლოგი
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი; დიღომი ჭიაურელი ქ. 6 ა
ტელ: 0 3 22 53 22 21
ელ ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ საიტი: www.gaguaclinic.ge
Facebook - www.facebook.com/GaguaClinic
დავიბადე ქალაქ თბილისში.
1975 წელს დავამთავრე თბილისის მე-15 საშუალო სკოლა-ოქროს მედალზე.
1975 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომლის პედიატრიული ფაკულტეტი დავამთავრე 1981 წელს –წარმატებით - წითელ დიპლომზე.
1981-1982 წლებში გავიარე ინტერნატურა, ქ.თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში.
1983 წლიდან – 2006 წლამდე ვმუშაობდი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ-კლინიკური საავადმყოფოს გასტრო-ენტეროლოგიურ და ზოგადი თერაპიის განყოფილებაში.
1996 წლიდან დღემდე ვმუშაობ „დავით გაგუას კლინიკა"-ში ექიმ-ნეონატოლოგად.