მეან-გინეკოლოგი
1973 წელს დაამთავრა სოფელ არაშენდის საშუალი სკოლა.
1980 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1981 წელს მიენიჭა მეან-გინეკოლოგის კვალიფიკაცია.
შრომითი საქმიანობა დაიწყო გურჯაანის სამშობიარო სახლში, მეან-გინეკოლოგად.
1984-85 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის Nმე-2 სამედიცინო ინსტიტუტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის ოპერაციული გინეკოლოგიის კლინიკაში.
1986 წლიდან სწავლობდა კლინიკურ ორდინატურაში ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.
1988 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში მეან-გინეკოლოგად.
1998-2001 წლებში მუშაობდა მცხეთის სამშობიარო სახლში მთავარი ექიმის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მცხეთა-მთიანეთის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამხარეო ცენტრის დირექტორად.
2001-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის უფროსად.
2005 წლიდან მუშაობს შპს “დავით გაგუას კლინიკაში” ექიმ-გინეკოლოგად, არის ბრიგადის ხელმძღვანელი.