სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რძოვანას ასევე ეძახიან ვაგინალურ კანდიდოზს. გამომწვევი არის Candida-სოკოს ტიპი, რომელიც ნორმაში არსებობს ორგანიზმში. კანდიდები არსებობენ კანზე და ლორწოვანზე (პირის ღრუს, ნაწლავების) ჯანმრთელი ადამიანების. კანდიდას გადასვლას პარაზიტულ მდგომარეობაში ხელს უწყობს დისბაქქტერიოზი, რომელიც გამოწვეულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებით.

ორგანიზმის დამცავი ძალების დაქვეითებით კორტიკოსტეროიდების და იმუნოდეპრესანტების მიღების შემდეგ, მძიმე დაავადებების არსებით (კიბო, სისხლის დაავადებები, დიაბეტი და სხვა...). ყველაზე ხშირად რძოვანა გამოწვეულია ზოგადი და ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებით. თუ მკურნალობა არ დაინიშნა დროულად, პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივად. რძოვანა არ მიეკუთვნება ვენერიულ დაავადებებს, მათთან ერთად განიხილება მსგავსი კლინიკური სურათის გამო.

 

რძოვანას განვითარების ხელისშემწყობი ფაქტორებია:

-ანტიბიოტიკების მიღება

-სპრინტერირება

-მჭიდრო თეთრეულის ტარება

-ორსულობა

-შაქრიანი დიაბეტი

-შიდსი

 

 

რძოვანას სიმპტომები ქალებში. ლორწოვანი გარსის კანდიდოზი ვლინდება თეთრი ნადების სახით(მთლიანი და ობლიტირებული მონაკვეთების სახით). დაზიანებული ადგილები ჩვეულებრივად უმტკივნეულოა, მაგრამ ნადების გამკვრივების ან ნახეთქების შემთხვევაში შესაძლოა მცირე მტკივნეულობა. კანის კანდიდლზია დროს გამოხატულია სიწითლე, კანის მაცეცერაცია, ბალანიტები, ქავილი უკანა ტანის არეში.

 

საშოს კანდიდოზის დროს ქალებში აღენიშნებათ თეთრი ხაჩოსმაგვარი გამონადენი, ქვილი, წვა საშოს არეში, ბაგეების გაწითლება და მტკივნეულობა, ტკივილი სქესობრივი აქტის და შარდივის დროს.

 

რით არი საშიში რძოვანა? განსაზღვრულ ზიანს ორგანიზმს არ აყენებს. მაგრამ შემაწუხებელია ავადმყოფისთვის და აბრკოლებს ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას. ამის გარდა რძოვანა შეიძლება იყოს მძიმე დაავადების ნიშანი(შაქრიანი დიაბეტი, შიდსი).

 

ავადმყოფი იიყენებს ექიმის დანიშნულებას რამდენიმეჯრ, მარგამ ადრე თუ გვიან შედეგს ვეღარ ღებულობს. მიზეზი-იმნიეის დაქვეითებაა, რძოვანა კი მისი გამოვლინება. ამიტომ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია იმუნოდეფიციტის მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა. ამის გარეშე რძოვანა გაჩნდება კვლავ და კვლავ...

 

რძოვანას დიაგნოსტიკა. ფუძნებულია კლინიკურ სურათზე და მიკროსკოპის შედეგებზე. დათესვას, პირდაპირი იმუნოფლუესენციის მეთოდს, დნმ-დიაგნოსტიკის მეთოდს არა აქვს სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა, რადგან რძოვანა განპირობებულია Candida-2 სოკოს დიდი რაოდენობით და არა ერთეული მიკროორგანიზმებით.

 

რძოვანას მკურნალობა. ფართოდ გამოიყენება ბ-ჯგუფის ვიტამინები და ასკორბინის მჟავა. კანის დაზიანების დროს გამოიყენება ანტიმიკრობული მალამოები. ლორწოვანი გარსის დაზიანების დროს-ადგილობრივად იყენებენ ნისტატინის სუსპენზიას. საკმაოდ ეფექტურია რძოვანას მკურნალობა ანტიბიოტიკებით, მაგრამ ამასთან ერთად ნადგურდება ადამიანის საკუთადი (სასარგებლო) მიკროფლორა.

 

რძოვანა და სექსი. უმტკივნეულო სქესობრივი კავშირის დროს საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება სქესობრივი პარტნიორის უსიმპტომო რძოვანას დროს სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის. მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player