კონდილომები (პაპილომები) -ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში ჩქარი ტემპით მატულობს პაპილომავირუსულ ინფეციით დაავადება(წვეტიანი კონდილომები, ვენერიული მეჭეჭები).
ვირუსის ზოგიერთი ტიპი იწვევს ავთვისებიან(ონკოლოგიურ) პროცესებს ადამიანის ორგანიზმში. განსაკუთრებით ეს ეხხება შარდსასქესო ტრქტის პაპილომავირუსულ ინფექციას. დამტკიცებულია პაპილომავირუსული ინფექციის ფონზე ახალგაზრდა ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოშობა. შარდსასქესო სხვა ონკოლოგიური პრობლემები დღეს შესწავლის პროცესშია მათჳ პირდაპირი კავშირზე პაპილომასთან.
დღეისთვის აღწერილია 70-ზე მეტი ტიპის ადამიანის პაპილომავირუსი. პაპილომა ვირუსის ტიპები კავშირშია კანის და ლორწოვანის სხვადასხვა დაზიზნებებთან. დადგენილია, რომ შარდსასქესო არეს აზიანებენ დაბალი(6, 11, 42, 43, 44,), საშუალი (31,33,35,51,52,58) და მაღალი (16, 28, 45, 36, 56, 66) ონკილოგიური რისკის პაპილომავირუსები.
გენიტალიების პაპილომავირუსული ინფექციის კლნიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია: წანაზარდები (მეჭეჭები ბიბილოს ფორმის), ან ბრტყელი წარმონაქმნები კანზე და ლორწოვანზე. გენიტალური კონდილომები ძირითაად განლაგებულნი არიან სასქესო აქტის დროს მეტად დაზიანებულ ადგილებში: ბაგეები, საშო, საშვილოსნოს ყელი, შარდსადენი მილი, ანუსის არე, კანის ზედაპირი ქალებში. მამაკაცებში ჩუჩის, ასოს თავის, შორისის, სათესლე პარკის, შარდსადენი მილის არეში. გადადების შემდეგ ფარული პერიოდი საშუალოდ ეადგენს 1-დან 12 თვემდე, ზოგჯერ მეტიც.
ძალიან ხშირად პაპილომავირუსული ინფექცია შერწყმულია სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან. ამიტომ ძალიან აქტუალურია ასეთი დაავადებების, როგორიც არის: შიდსი, სიფილისი, ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, გარდნერელოზი, გენიტალური ჰერპესი და სხვა...
დიაგნოსტიკა. ეს დაავადებები ართულებენ პაპილომავირუსული ინფექციის მკურნალობას და პირიქით. ასევე აუცილებელია ყველა იმ პარტნიორის გამოკვლევა და მკურნალობა, ვისთანაც ავადმყოფს ბოლო 12 თვის განმავლობაში ქონდა კონტაქტი. შესაძლოა მშობიარობის დროს ბავშვის დაავადება ინფიცირებული დედისგან.
მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი