რბილი შანკრი (შანკროიდი)-არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. მისთვის დამახასიათებელია დანერგვის ადგილზე მტკივნეული წყლულის არსებობა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ჩირქოვანი დაზიანება.
რბილი შანკრის გამომწვევი არის პეტერსენ-დიუკრეის სტრეპტობაცილა. დაავადება გადადის სქესობრივი გზით. ფართოდ გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. ფარული პერიოდი შეადგენს 4-7 დღეს გადადების მომენტიდან.
რბილი შანკრის ფორმებია: -ძაბრისებრი რბილი შანკრი, რომლის დროსაც ღრმა წყლული განლაგებულია ასოს თავის ყელში. -განგრენოზული-ასოს თავის ქსოვილების განგრენოზული დნობა ანაერობული ინფექციის მიერთებით.
-დიფტეროიდული-წყლული დაფარულია მომწვანო ფიბრინოზული ნადებით, რაც გამოწვეულია ფსევდოდიფტერიული ჩხირით.
-იმპეტიგენოზური-კლინიკურად იმპეტიგოს მსგავსია.
-სერპინგონოზური-რბილი შანკრის ატიპური ფორმაა, რომლის დროსაც წყლული ერთი ნაპირიდან ხორცდება ნაწიბურით, მეორედან კი იზრდება.
-ფოლიკულური-ატიპური ფორმაა, დამახასიათებელია მრავლობითი პატარა წყლულები აწეული ნაპირებით და ღრმა გამკვრივებული ფსკერით, რაც გამოწვეულია ბაცილის თმის ფოლიკულებში შეღწევით.
-შერეული-ვითარდება ერთდროულად სიფილისით და ღბილი შანკრით დაავადების დროს, როდესაც რბილი შანკრისთვის დამახასიათებელია წყლული ღებულობს მაგარი შანკრის თვისებებს.
რბილი შანკრის წყლულს აქვს არასწორი ნაპირები, ღრმა ყვითელი ნადებით ფსკერი, ჩირქოვანი გამონადენი. შემოფარგლულია ანთებითი გვირგვინით, მაგრამ ინფილტრაცია არა აქვს, ამიტომ წყლული რბილია. წყლულის ზომები ვარირებს ქინძისთავის ოდენობიდან, ხელისგულის ზომამდე.
დამახასიათებელია მათი მტლივნეულობა და სისხლდენობა. შესაძლებელია აუტოინფიცირება. როგორც წესი, რბილი შაანკრების წყლულების ლოკალიზაცია ხდება სასქესო ორგანოებზე. ზოგჯერ ვლინდება რბილი შანკრის პირველადი ნიშნები მედპერსონალს შორის-ხელის მტევნებზე და თითებზე. ხშირ შემთხვევაში პირველადი არასაქესობრივი შანკრები უვითარდებათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ანალური, აქსილარული, მანუალური და უროგენიტალური სქესობრივი კონტაქტი.
ხშირია მეორადი სასქესო შანკრების შემთხვევები. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექცია ახლომდებარე ადგილებზე გადააქვს ავადმყოფს თავისი ხელით. ზოგჯერ ერთვება ლიმფური სისტემს დაზიანება, ვითარდება ფიმოზი და პარაფიმოზი. ლიმფადენიტი და ლიმფანგიტი მიეკუთვნება სპეციფიურ გართულებებს, ვინაიდან ისინი გამოწვეული არიან რბილი შანკრის გამომწვევის შეღწევით ლიმფურ გზებში. ზოგჯერ ვითარდება ”წითელი ქარი”. იშვიათად-წვეტიანი კონდილომები. ლიმფადენიტის ადგილებია ასოს ზურგი და ბაგეები, გამოიხატება მტჯივნეული სიმკვრივით, კანი ამ ადგილას ჰიპერემიულია და შეშუპებულია, მტკივნეულია, ზოგჯერ წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც ჩირქდება და გარდაიქმნება ბუბონულებში(ნიბეტის შანკრები).
რბილი შანკრის ყველაზე ტიპიური ნიშანია ეგიონალური ლიმფადენიტი(ბუბონი)-დაავადებიდან 2-3 კვირის შემდეგ, ვითარდება მკურნალობის დაწყების დაგვიანების შმთხვევაში. ლიმფადენიტი იწყება ლიმფური ჯირკვლის მტკივნეულობით და გადიდებით.
რბილი შანკრის სასქესო ორგანოებზე ლოკალიზაციის დროს გადიდებულია საზარდუის და ბარძაყის ლიმფური კვანძები. მათი მტკივნეულობა გამოწვეულია პერიადენიტით. ადგილობრივი რეაქცია გამოხატულია კანის სიწითლით. ავადმყოფები უჩივიან შემცივნებას, ტემპერატურის მომატებას, საერთო სისუსტეს, შემდგომში შესაძლოა კვანძის დაჩირქება, დიდი რაოდენობით ჩირქის გამოყოფა 3-4 კვირის შემდეგ. იშვიათად ბუბონს ახასიათებს ანთებითი მოვლენების სისწრაფე, ფაგედენური წყლულის განვითარება( ნეკროზის სისწრაფე ჭადბობს რეგენერაციის სსწრაფეს ნელი შეხორცება. მაგრამ ზოგჯერ ბუბონი იხსნება და 2-3 კვირის შემდეგ გარდაიქმნება რბილი შანკრის ტიპიურ წყლულში. შეხორცება ნაწიბურის ჩამოყალიბებით გრძელდება თვეზე მეტ ხანს.
ჩუჩუს შეშუპების შემთხვვევაში შეიძლება განვითარდეს ფიმოზი. ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია, დაგროვილი ჩირქი გამოიყოფა პრეპუციალური ხვრელიდან. ჩირქოვან გამონადენში ნახულობენ რბილი შანკრის გამომწვევს. აუროინფიცირების გამო პრეპუციალური ხვრელის ირგვლივ ჩნდება რბილი შანკრის წყლულები, ჩუჩის შეშუპებია დროს შეიძლება განვითარდეს პარაფიმოზი. რის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ასოს თავის განგრენა. სწორი მკურნალობის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესებულია სამი დღის შემდეგ.
არაეფექტური მკურნალობის მიზეზი შეიძლება იყოს:არასწორი დიაგნოზი, რბილი შანკრის შერწყმა სხვა ვენერიულ დაავადებებთან, შიდსი, ექიმის დანიშნულების იგნორირება!
მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი