სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის სქესობრივი გზით. მას ახასიათებს შარდსასქესო ორგანოების, სახსრების დათვალების შერწყმული დაზიანება.

 

ეტიოლოგია.

რეიტერის დაავადებას იწვევს ქლამიდიების რამოდენიმე ტიპი, რომლებიც ძირითადად აზიანებენ ლორწოვან გარსს. ორგანიზმში შეღწევა ხდება სასქესო ორგანოებიდან, შემდეგ ზიანდება სხვა ორგანოები და სისტემები. ავადდებიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცები. კლინიკა. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1-2 კვირას. დაავადებ იწყება ურეთრიტით, რაც გამოიხატება მტკივნეული შარდვით, ზოგიერთ შემთხვევაში ურეთრიტი მიმდინარეობდეს ფარულად და ვლინდება მხოლოდ შარდის ლაბორატორიულად კვლევის დროს.

 

1-2 კვირის და ზოგჯერ რამდენიმე თვის შემდეგ იწყება ტკივილი მსხვილ სახსრებში (მაგალითად მუხლის), სადაც შეხებისას კანი არის ცხელი. თანდათან ტკივილი მატულობს, სახსრის არეში აღინიშნება შეშუპება. შემდეგ ზიანდება სხვა სახსრები (წვივი, ტერფი და ა.შ.). საშუალოდ ანთებით პროცესში ჩართულია 4-5 სახსარი. ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება,მატულობს ტემპერატურა. ამ ფონზე ხშირად ზიანდება თვალები _ კონიუქტივიტის სახით. ყოველ მეორე ავადმყოფს აღენიშნება ასოს კანის დაზიანება, პირის ღრუს ლორწოვანზე ჩნდება წყლულები. ხელის და ფეხის გულებზე ან მთლიანად კანზე ჩნდება წითელი ლაქები სქელი ქერქით ზედაპირზე. ხშირად ზიანდება ფრჩხილებიც. დაავადება ხშირად ღებულობს გახანგრძლივებულ მიმდინარეობას, ძნელად ემორჩილება მკურნალობას. შემთხვევათა 50%-ში გვაქვს რეციდივები, 25%-ში დაავადება ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას, რაც იწვევს ინვალიდობას.

 

რეიტერის დაავადების დიაგნოსტიკას ახდენს ინფექციონისტი. ყველაზე ინფორმაციული ლაბორატორიული გამოკვლევა არის ქლამიდიების გამოყოფა შარდსადენი მილიდან.

 

მკურნალობა. მხოლოდ დაავადებული სახსრების მკურნალობა შედეგს არ იძლევა, პირიქით ხელს უწყობს დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობას. აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც, პროფილაქტიკა-ერთი სექსუალური პარტნიარის არსებობა, ან სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება შემთხვევითი კონტაქტების დროს.

 

მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player