სიფილისი არის ქრონიკული ინფექციური დაავადება. სიფილისის დროს ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსი, შინაგანი ორგანოები, ძვალსახსროვანი , იმუნური და, ნერვული სისტემები.
-გამომწვევია-მქრქალი ტრეპონემა, რომელიც მიეკუთვნება spirochaetaceae ოჯახს, მორფოლოგიურად ტრეპენომა განსხვავდება საპროფიტი-სპიროქეტებისგან.
სიფილისით დაინფიცირების ყველაზე ხშირი გზა არის სქესობრივი, და სქესობრივი კონტაქტის ხვადასხვა ფორმები.
სიფილისით დაავადება ხდება გენიტალური და ექსტრაგენიტალური კანის წვრილი დეფექტებიდან, ან ლორწოვანი გარსის ეპითელიუმიდან მაგარი მაგარ შაკნკრთან კონტაქტის დროს; ეროზიული პაპულებით სასქესო ორგანოების კანზე; კონდილომებით. ნერწყვში მქრქალი ტრეპონემა არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის ლორწოანზე არის გამონაყარი. სიფილისით დაავადება შეიძლება სპერმით იმ შემთხვევაშიც, ტუ სასქესო ორგანოებზე არ არის გამოხატული ხილული ცვლილებები. დაავადება იშვიათად გადადის მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტის დროს. ძალიან იშვიათად-საყოფაცხოვრებო ნივთებით. სიფილისით დაავადება შესაზლებელია დაავადებული დედის რძით. შარდით და ოფლით დაავადების შემთხვევები არ არის შემჩნეული.
სიფილისი დაიფიცირების მომენტიდან არის ზოგადი ინფექციური დაავადება, რომელიც არანამკურნალებ ავადმყოფებში გრძელდება წლების განმავლობაში და გამოირჩევა ტალღისებური მიმდინარეობით.
გამწვავების პერიოდში კანზე, ლორწოვანზე და შინაგან ორგანოებზე შეიმჩნევა სიფილისის აქტიური გამივლინებები.
კლინიკის ცვალებადობის , ინკუბაციური პერიოდის გახანგრძლივების, სიფილისის ფარული მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, იმუნური სტატუსის ცვლილება და სხვა ფაქტორები.სიფილისის კლასიკური მიმდინარეობის დამახასიათებელია აქტიური და ფარული მიმდინარეობის მონაცვლეობა.
სიფილისის მიმდინარეობაში გვაქვს კლასიფიკაცია: ინკუბაციური პერიოდი, პირველადი, მეორადი, მესამეული პერიოდები.
პირველადი სიფილისი(siphilis primazia)-მაგარი შანკრის არსებიბა და ლიმფური ჯირკვლების გადიდება!
-სერონეგატიური პირველადი სიფილისი უარყოფითი სეროლოგიური რეაქციებით მკურნალობის კურსისი განმავლობაში.
-სეროპოზიტიური პირველადი სიფილისი(syphilis 1 seronegativa)-სიფილისი უარყოფოი სეროლოგიური რეაქციებით. მკურნალობის კურსის განმავლობაში.
-სეროპოზიტიური პირველადი სიფილისი(syphilis 1 seropozitiva)-სიფილისი დადებოთო სეროლოგიური რეაქციებით.
-პირველადი ფარული სიფილისი(syphilis 1 latens)- სიფილისი კლინიკური გამოვლინებების უქონლობით, იმ პაციენტებში რომლებმაც დაიწყეს მკურნალობა დაავადების მკურნალობა პირველად პერიოდში და შემდეგ აღარ განაგრძეს.
მეორადი სიფილისი
(iphilis 2 secundoria)-განპირობებულია ტრეპონემის გემატოგენური გავრცელებით პირველადი კერიდან, მისთვის დამახასიათებელია პოლიმორფული გამონანაყარი (როზეოლები, პაპულები, პუსტულები) კანზე და ლორწოვანზე.
-ახალი მეორადი სიფილისი (syphilis 2zecens)-სიფილისის პერიოდია მრავლობითი პოლიმორფული გამონაყარით კანზე და ლორწოვანზე, ხშირად შეიმჩნევა მაგარი შანკრის ნარჩენი ნიშნები.
-მეორადი რეციდიული სიფილისი-(syphilis 2 recidiva)-ეს პერიოდი გამოხატულია მცირე პოლიმორფული შეჯგუფული გამონაყრით, ზოგჯერ ნერვული სისტემის დაზიანებით.
-მეორადი ფარული სიფილისი(syphilis 2 latens)-ლატენტურად მიმდინარე სიფილისის მიმდინარე პერიოდი.
მესამეული სიფილისი
(syphilis 3 teztiazia)-სტადია შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის დესტრუქციული დაზიანებებით და მათში სიფილისური გუმების გაჩენით.
-აქტიური მესამეული სიფილისი-ვლინდება ხორკლების წარმოქმნის აქტიური პროცესით და მათი გადასვლით წყლულებში, შემდეგ ნაწიბურებში.
-ფარული მესამეული სიფილისი-იმ პირების სიფილისია, რომლებმაც გადაიტანეს მესამეული სიფილისის აქტიური გამოვლინებები.
ფარული სიფილისი
(Syphilis latens)-ფარული სიფილისის დროს სეროლოგიური რეაქციები დადებითია,მაგრამ არ არის კანის, ლორწოვანის და შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები.
-ადრეული ფარული სიფილისი (syphilis latens praecox)-ფარული სიფილისი, რომლის დადადებიდან გავიდა ორი წელზე ნაკლები.
-გვიანი ფარული სიფილისი (syphilis lateens tazda)-ფარული სიფილისი, რომლის გადადებიდან გავიდა ორ წელზე მეტი.
-დაუზუსტებელი ფარული სიფილისი (syphilis ignozata)-დაუდგენელი ხანგძლივობის დაავადება.
საყოფაცხოვრებო სიფილისი
ინფიცირება ხდება საყოფაცხოვრებო გზებით.
თანდაყოლილი სიფილისის
დროს იფიცირება მოხდა დაავადებული დედიდან ნაყოფზე მუცლად ყოფნის პერიოდში.
ტრანსფუზიული სიფილისი
სიფილისით დაავადებული ავადმყოფის სისხლის გადასხმის დროს რეციპიენტს უვითარდება ტრანსფუზიული სიფილისი. შესაძლოა მედპერსონალის ინფიცირება ავადმყოფის გასინჯვის დროს, ოპერაციული ჩარევის, სამკუნალო პროცედურის, გვამის გაკვეთის დროს.
უთავო სიფილისი
ინფიცირება ხდება ტრეპონემის მოხვედრით უშუალოდ სისხლში (ჭრილობიდან, სისხლის გამოკვლევის დროს). არ ახასიათებს მაგარი შანკრი.
ნერვული სისტემის სიფილისი
ნეიროსიფილისი( neirosyfilis); ადრეული(neirosyfilis praecox)-დაავადების დაწყებიდან -5 წლამდე; გვიანი( neirosyfilis tarda)-გასულია 5 წელზე მეტი. ადრეული ნეიროსიფილისის ფორმები:
-ფარული ლატენტური სიფილისური მენინგიტი;
-მწვავე გენერალიზებული სიფილისის მენინგიტი;
-სიფილისური ჰიდროცეფალია;
-ადრეული მენინგოვასკულარული სიფილისი;
-სიფილისური მენინგომიელიტი.
გვიანი ნეიროსიფილისის ფორმები:
-გვიანი ფარული სიფილისური მენინგიტი;
-გვიანი დიფუზური მენინგოვასკულარული სიფილისი;
-თავის ტვინის სისხლძარღვების სიფილისი(ვასკულარული სიფილისი)
-ტვინის გუმა
-პროგრესული პარალიჩი.
ვისცერალური სიფილისი
(neirosyfilis visceralis)-სიფილისი, რომლის დაავადებულია შინაგანი ორგანოები(გული, თავი ტვინი, ფილტვები, ღვიძლი, კუჭი, თირკმლები).
ავთვისებიანი სიფილისი
მძიმედ მიმდინარე სიფილისი შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის დაზიანებით, დამახასიათებელი მესამეული სიფილისისთვის.
პირველად პერიოდში შეიმჩნევა სიფილისის პირველი კლინიკური ნიშანი-მაგარი შანკრი(იმ ადგილზე სადაც ტრეპონემამ შეაღწია ორგანიზმში).
მაგარი შანკრი-არის წითელი ფერის ლაქა, რომელიც გადადის პაპულაში, შემდეგ ეროზიაში ან წყლულზე. მაგარი შანკრის ხშირი ლოკალიზაციის ადგილია სასქესო ორგანოები(ქალებში ხშირად საშვილოსნოს ყელზე), ნაკლებად გვხვდება არასქესობრივი შანკრი, განლაგებული კანსა და ლორწოვანის ნებისმიერ ადგილზე:ტუჩებზე, ნუშურებზე, ბოქვების კანზე, ბარძაყებზე, სათესლე პარკზე, მუცელზე. მაგარი შანკრის შემჩნევის შემდეგ 1-2 კვირაში ხდება მიმდებარე ლიმფური კვანძების ფადიდება.
მაგარი შანკრის გაქრობა მეტყველებს იმაზე, რომ სიფილისი გადავიდა ლატენტურ სტადიაში, რომლის დროსაც ორგანიზმში მიდის ტრეპონემის სწრაფი გამრავლება. სიფილისის მეორადი პეიოდი იწყება მაგარი შანკრის შემჩნევიდან 5-9 კვირაში და მკურნალობის გარეშე გრძელდება 3-5 წელი.
მეორადი სიფილისის მიმდინარეობა ტალღისებურია; აქტიური გამოვლინებების პერიოდი, ინაცვლებს სიფილისის ფარული ფორმით. ფარული პერიოდისთვის დამახასიათებელია სიფილისის კლინიკური ნიშნების არქონა, მხოლოდ სისხლის დადებითი სეროლოგიური რეაქციები ადასტურებენ ინფექციური პროცესის მიმდინარეობას.
მესამეული სიფილისის კლინიკური ნიშნები ვლინდება რამდენიმე წლის შემდეგ, დაავადების ხანგრძლივი, უსიმპტომო მიმდინარეობის შემდეგ ინფილტრაციის მომენტიდან.
მთავარი მიზეზი მესამეული სიფილისის ფორმირების არის არანამკურნალები ან არასრულყოფილი მკურნალობა სიფილისის ადრეული ფორმების.
ანალიზები სიფილისზე: კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები:
-გამოკვლევა მკრთალ ტრეპონემაზე;
-სისხლის გამოკვლევა ვასერმანის რეაქციაზე(RW);
-იმუნური ფლურესენციალის რეაქცია.
-მკრთალი ტრეპონემის იმობილიზაციის რეაქცია.
პირველადი სიფილისის დიაგნოსტიკა მყარდება მაგარი შანკრიდან გამონადენის გამოკვლევაზე, რეგიონული ლიმფური კვანძების პუნქციაზე. სიფილისის მეორადი პერიოდის დიაგნოსტიკისთვის იკვლევენ პაპულების, პუსტულების ელემენტებს, ეროზიებს, კანის და ლორწოვანის ჰიპერტროფულ პაპულებს.
სიფილისის დიაგნოს ტიკის ტრეპონემულ მეთოდებს მიეკუთნებიან:
-ვასერმანის რეაქცია(RW)
-იმუნოფლურესენციის რეაქცია
ვასერმანის რეაქციას(RW) დიდი მნიშვნელობა აქვს სიფილისის დიაგნოზის დადასტურებაში დაავადების აქტიური გამოვლინებების დროს, ლატენტური სიფილისის გამოვლინებისთვის, მკუნალობის ეფექტურობის შემოწმებისთვის და თანდაყოლილი სიფილისის პროფილაქტიკისათვის.
სიფილისის მეორად პერიოდში ვასერმანის რეაქცია დადებითია ავადმყოფთა 100%-შემთხვევათა მეორადი და თანდაყოლილი სიფილისის დროს, მესამეული სიფილისის დროს 95-100%-ში, სიფილისის გვიანი ფომების დროს_ 97-100%-ში.
სიფილისის მკურნალობა
იგეგმება მსოფლიო სტანდარტების მიხედვით და ტარდება მხოლოდ დიაგნოზის დასმის და მისი ლაბორატორიული მეთოდებით დამტკიცების შემდეგ. ექიმ ვენეროლოგს მოეთხოვება რიგი ფაქტორების და მაჩვენებლების გათვალისწინება.
სიფილისის მკურნალობაში გამოიყენება სპეციფიური ანტიბაქტერიული პრეპარატები-რამდენიმე ჯგუფისა და თაობის, რაც წარმოადგენს თერაპიის საფუძველს. მკურნალობის დროს პაციენტი აუცილებლად უნდა იცავდეს რეჟიმს (საკმარისი ძილი, რაციონალური კვება, ვიტამინები, ალკოჰოლის აკრძალვა), იცავდეს ინტერვალებს მკურნალობის კურსებს შორის, რაც ძრდის მკურნალობის ეფექტურობას. არსებითი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის ორგანიზმის მდგომარეობას და მის რეაქტივობას. ამისთვის ინიშნება სტიმულატორები. ვენეროლოგი ყველა ცალკეულ შემთხვევაში ითვალისწინებს დაავადების სტადიას, გართჲლებებს, თანმხლებ დაავადებებს, ალერგიულ ფონს, სხეულის მასას, წამლის შეწოვების და ბიომისაწვდომობის პროცეტულ შეფარდებას, მედიკამენტების დოზას, იმუნომოდულატორების, ფერმენტების და ვიტამინების გამოყენებას, ფიზიოთერაპიას.
სიფილისის მკურნალობის შემდეგ აუცილებელია სისხლის რამდენიმეჯერადი კლინიკო-სეროლოგიური კონტროლი რამდენიმე თვის განმავლობაში,ან რამდენიმე წლის განმავლობაში (სიფილისის სტადიის გათვალისწინებით).
თუ მკურნალობის შემდეგ ერთი წლის განმავლობაშჳ სისხლი არ ზდება უარყოფითი, კონსტანტირდება სერორეზისტენტოდის მდგომარეობა და ინიშნება დამატებითი მკურნალობა.
მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი