სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(ა.ი.ვ.) შიდსი 1982წ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ შიდსს იწვევს ვირუსი, რომელიც აზიანებს ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებს და ხდის მათ უუნაროს დაავადებებთან ბრძოლაში.

 

 

 

იმუნოდეფიციტის ვირუსი მიეკუთვნება ლენტივირუსებს, რეტროვირუსების ქვეჯგუფს. ჰაერზე ვირუსი იღუპება რამდენიმე წუთში, შპრიცის შიგნით კი საკმაოდ დიდხანს ძლებს. ორგანიზმის გარეთ ვირუსი ცოცხლობს სულ რამდენიმე წუთს, ამიტომ არ გვაქვს ვირუსით დაავადების საყოფაცხოვრებო შემთხვევები.

 


განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შიდსის ვირუსის სიცოცხლის ვადა შპრიცის და ნემსის შიგნით. აღმოჩნდა, რომ ამაზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი:

 

1. სისხლის რაოდენობა ნემსში.
2. ვირუსის ტიტრი სისხლში.
3. გარემოს ტემპერატურა. სისხლის რაოდენობა ნემსში დამოკიდებულია მის ზომაზე.

 

 

ცოცხალი ვირუსის შენარჩუნებას ასევე ხელს უწყობს სისხლის დიდი მოცულობა შპრიცში და დაბალ ტემპერატურაზე შენახვა. ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა მცირდება დაბალი ტიტრების დროს, მაღალ ან ცვალებად ტემპერატურაზე და სისხლის მცირე რაოდენობის დროს. ნახმარი შპრიცი ან ნემსი (სტერილიზაციის გარეშე) შეიცავს ცოცხალ ვირუსს რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

აივ ინფექციის ყველა დარეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოს მაშტაბით) გადადების გზების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად:

 

_ სქესობრივი გზით_70-80%,
_ საინექციო _5-10%,
_ მედმუშაკების პროფესიული დაავადება_0,01-ზე ნაკლები,
_ დაავადებული სისხლის გადასხმა_3-5%,
_ ორსული ან მეძუძური ქალისაგან ბავშვზე 5-10%.

 

 

ზოგიერთ ქვეყანაში ჭარბობს შიდსის გადადების სხვა გზები: ჰომოსექსუალური, გეტეროსექსუალური და საინექციო ნარკოტიკები.

 


რისკი სქესობრივი კონტაქტის დროს. 

გამოთვლილია, რომ საშუალო სტატისტიკური რისკი ვირუსის გადაცემის ერთჯერადი დაუცველი ანალური კონტაქტის დროს შეადგენს 0,8%-დან 3,2%-მდე (8-დან 32 შემთხვევა 1000-ზე), ერთჯერადი დაუცველი ვაგინალური კონტაქტის დროს რისკი ქალისათვის შეადგენს 0,05%-დან 0,15%-მდე (5-დან 15-მდე შემთხვევა 10 000-ზე)
დაუცველი ორალური სექსის დროს “მიმღები” პარტნიორის რისკიშეადგენს 0,04%-ს, “შემყვანი” პარტნიორისათვის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან მას შეხება აქვს მხოლოდ ნერწყვთან, თუ პარტნიორს პირის ღრუში არ აქვს სისხლდენა ან ღია ჭრილობები.
მიუხედავად ამისა, დაავადების დაბალი რისკი ერთჯერადი დაუცველი კონტაქტის დროს არ არის დამშვიდების საბაბი.

 

მომატებული რისკის ფაქტორები სქესობრივი კონტაქტის დროს 


დაავადების რისკი ორივე პარტნიორისთვის მატულობს თანმხლები ვენერიული დაავადების დროს.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს სამარტლიანად ეძახიან ”ვირუსის კარებს”, ვინაიდან ისინი იწვევენ ანთებებს და წყლულებს სასქესო ორგანოების ლორწოვანზე. ასეთ დროს ლორწოვანის ზედაპირთან მოდის ლიმფოციტთა დიდი რაოდენობა, რაც წარმოადგენს სამიზნეს ვირუსებისთვის. ანთებითი პროცესი იწვევს ცვლილებებს უჯრედის მემბრანაში, რაც ხელსაყრელია ვირუსის შეღწევისთვის.
სქესობრივი კონტაქტის დროს ალბათობა ქალის დაავადების მამაკაცისგან სამჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცის ქალისგან.
დაუცველი კონტაქტის დროს ქალის ორგანიზმში მოხვედრილია ვირუსის დიდი რაოდენობა. ვირუსის მოხვედრის არე ქალს ბევრად დიდი აქვს(საშოს ლორწოვანი).ამას გარდა სათესლე სითხეში ვირუსის კონცენტრაცია ბევრად მეტია, ვიდრე საშოს სეკრეტში. ქალისთვის რისკი მატულობს ვენერიული დაავადებების, ყელის ეროზიების, მენსტრუაციის და დეფლორაციის დროს. 
რისკი ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც მატულობს, თუ ქალს აღენიშნება საშვილოსნოს ყელის ეროზია, ვინაიდან ეროზია ხელსაყრელი ნიადაგია ვირუსისთვის.
ანალური კონტაქტის დროს დაავადების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ვაგინალურის დროს, ვინაიდან ანუსის ლორწოვანის ტრავმების ალბათობა მაღალია, რაც ქმნის ინფექციისთვის შემავალ კარს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ შისის პრობლემა არ არის მხოლოდ სამედიცინო, ასევე არის ფსიქოლოგიური და სოციალური. ეპიდემიის დასაწყისში მოსახლეობაში გავრცელებული იყო დაავადების შიში, თანაც იმ დროს არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია ვირუსის გადადების გზებზე.
ვირუსის მატარებელი ადამიანები ითვლებოდნენ დანდეგილებად, ეშინოდათ მათთან ლაპარკიც კი. ხალხის წარმოდგენაში შიდსი-თ დაავადებული იყო ან ნარკომანი ან მეძავი, და არ იმსახურებდნენ შებრალებასაც კი.
დაავადებულთა და საზოგადოებას შორის დამოკიდებულაბაში გამოიყენება ”სტიგმატიზაციის” ტერმინი ე.ი. ერთი ადამიანების გარიყვა სხვა ადამიანების მიერ და ის გრძნობები რომელსაც განიცდიან გარიყული ადამიანები და რაც იწვევს დისკრიმინაციას.
ამისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ”აივ” ვირუსი და მისი გადაცემის გზები. 
შიდსი არის მთელი კაცობრიობის პრობლემა. დღეს შეცვლილია დამოკიდებულება დაავადებულთა მიმართ, ექიმების და ფსიქოლოგების დამსახურებით იგი კეთილი და თანაგრძნობითია.

 მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player