სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თირკმლის ქსოვილის მრავალრიცხოვანი კისტებით ჩანაცვლებით. ამ დროს ავადმყოფებთა 30%-ს აღენიშნება კისტები ღვიძლში, 5% - პანკრეასში. იმავდროულად შესალებელია თავის ტვინის არტერიების ანევრიზმებისა და სუბაორტული სტენოზის არსებობაც.

 

 

სიმპტომები და თირკმლების პოლიკისტოზის მიმდინარეობა: ტკივილი მუცლის ან წელის მიდამოში მუდმივი ხასიათის, ყრუ ან მწვავე ჭვალის სახით. შესაძლოა კენჭების გამოდევნა, შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია), საშარდე გზების ინფექცია. ცხოვრების მე-3-4 ათეულ წელზე ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია. აავადების მიმდინარეობა ნელა პროგრესირებადია, თირკმლების უკმარისობის თანდათანობით განვითარებით. შარდის ანალიზით დგინდება ლეიკოციტები, ერითროციტები, შარდის ხვედრითი წონის დაქვეითება, ბაქტერიები.

 

თირკმლების პოლიკისტოზის ამოცნობა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ინტრავენური უროგრაფიით.

 

მკურნალობა: სპეციფიკური არ არსებობს. მიმართულია იმ გართულებების პრევენციაზე, რომლებიც აუარესებენ თირკმლების ფუნქციას (პირველ რიგში პიელონეფრიტი). აუცილებელია საშარდე გზების ინფექციის, არტერიული ჰიპერტენზიის თანმიმდევრული მკურნალობა, თავი ავარიდოთ ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღებისა (ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ანალგეტიკები) და სითხის შეზღუდვას. დიდი კისტების, დაჩირქების დროს მიზანშეწონილია ოპერაციული ჩარევა - ამოკვეთა ან პუნქცია.

 

მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player