სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ურეთრიტი – არის შარდსადენი მილის (ურეთრის) ანთება. ძალიან გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა. თანაბრად ხშირია ქალებში და მამაკაცებში.

 

 

გამოყოფენ ურეთრიტის 2 ჯგუფს: ინფექციური და არაინფექციური. ინფექციური ურეთრიტი ვითარდება სხვადასხვა გამომწვევებით. ურეთრიტი იყოფა სპეციფიურ (გონოკოკი, გარდნერელები) და არასპეციფიურ (სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკები) დაავადებად.

 

არაინფექციური ურეთრიტი შეიძლება განვითარდეს ურეთრის ტრავმის გამო. ცისტოსკოპიის, შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ან კენჭის გავლის შედეგად. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია, ურეთრის შევიწროება, მცირე მენჯში შეგუბებითი მოვლენები. არასპეციფიური ურეთრიტებისას როგორც წესი, ურეთრაში აქტიურდებიან პირიბითად პათოგენური მიკრობები (პირველ ყოვლისა სტაფილოკოკები) და არასპეციფიური ურეთრიტი სწრაფად გადადის მეორად არასპეციფიურ ბაქტერიულ ურეთრიტში.

 

ვინ ავადმყოფობს და როგორ ხდება ურეთრიტით დასნეულება. შეიძლება დაემართოს ყველა ადამიანს, მაგრამ უფრო ხშირად სქესობრივი კონტაქტის დროს. შეიძლება ურეთრის მიმდინარეობა იყოს შეუმჩნეველი და პაციენტმა არ იცოდეს რომ არის ავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სქესობრივი პარტნიორები ასევე ადვილად გადაიტანენ დაავადებას. მიმდინარეობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე და ზოგიერთ სხვა ფაქტორებზე. საჭიროა ვიცოდეთ, რომ დაავადების სიმპტომები ვითარდება არა უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ, არამედ რამდენიმე საათის და რამდენიმე თვის შემდეგაც, ანუ ახასიათებს ინკუბაციის პერიოდი.

 

გამოვლინდება ტკივილითა და წვით მოშარდვის დროს, განსაკუთრებით შარდვის დასაწყისში, დილაობით შეიძლება იყოს გამონადენი ურეთრიდან. არასპეციფიური ბაქტერიული ინფექციის დროს გამონადენი არის ჩირქოვანი, მომწვანო ფერის, არასასიამოვნო სუნით.

 

მამაკაცებში ურეთრის ანატომიური თავისებურებების გამო (უფრო გრძელია და ვიწრო) ურეთრიტი უფრო მწვავედ და ადრეულად ვლინდება. ქალებში სიმპტომატიკა ნაკლებ გამოხატულია და შესაძლებელია დაავადება შეუმჩნეველი გახდეს.

 

მამაკაცები დილაობით აღნიშნავენ ურეთრის გარეთა ხვრელის ბაგეების შეწებებას და შეწითლებას. ურეთრიტი შეიძლება მიმდინარეობდეს გამონადენის გარეშე, მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებით მოშარდვის დროს და ხანდახან ეს სიმპტომატიკა ისეთი უმნიშვნელოა, რომ ავადმყოფები არ აქცევენ ყურადღებას. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ დაავადება თავისით გაივლის. ურეთრიტის დროს დამახასიათებელი არ არის ანთებითი სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, სისუსტე.

რა მოხდება რომ არ იმკურნალო.

თუ ავადმყოფი არ აქცევს ყურადღებას გამონადენს, ითმენს უსიამოვნო შეგრძნებას მოშარდვის დროს და თვლის, რომ ამისთანა “უმნიშვნელო” ჩივილებისათვის არ უნდა შეაწუხოს ექიმი _ ხდება უცნაური რამ - რამდენიმე ხანში სიმპტომები თავისით ქრება. რა გამოდის? შეიძლება არ მიხვიდე ექიმთან არ დახარჯო ფული წამალზე? არც ასეა საქმე. უბრალოდ ორგანიზმმა შეძლო ანთების მოგერიება, მაგრამ განთავისუფლება სრულიად გამომწვევი ბაქტერიებისაგან შეუძლებელია. ისინი “გადარჩებიან” მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვალში და სათესლე ბუშტუკებში, ხოლო ქალებში – ბართოლინის ჯირკვლებში და წინა კარის წვრილ ჯირკვლებში. ისინი დაელოდებიან გაციების პირველივე ეპიზოდს, ან ალკოჰოლის ჭარბ მიღებას, ან სქესობრივ კავშირს და კვლავ გამოიწვევენ არა მარტო ურეთრიტს, არამედ პროსტატიტს, ვეზიკულიტს, შესაძლოა ეპიდიდიმიტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომში უშვილობის ობსტრუქციული ფორმა.

რას აკეთებს უროლოგი, როცა მას მიმართავს ავადმყოფი ურეთრიტით.

ამ დროს საკმარისია მხოლოდ ერთი გამოკვლევა დიაგნოზის დადასტურებისათვის. ეს არის ურეთრის გამონადენის დათესვა, ან 3-ჭიქიან სინჯიდან შარდის პირველი პორციის გამოკვლევა (როდესაც გამონადენი არ არის). ლაბორატორიაში განსაზღვრავენ გამომწვევ მიზეზს და მის მგრძნობელობას სხვადასხვა ანტიბიოტიკების მიმართ. ეს იძლევა საშუალებას დაისვას დასკვნითი დიაგნოზი და დაენიშნოს ადექვატური მკურნალობა. დამატებით ექიმი ატარებს გამოკვლევას, რათა გამოირიცხოს ანთებით პროცესში ჩათრევა მამაკაცებში პროსტატისა და სათესლე ბუშტუკების, ქალებში შარდის ბუშტის.

როგორ მკურნალობენ ურეთრიტს.

ძირითადი მკურნალობაა – ანტიბიოტიკოთერაპია. არსებობს მრავალი პრეპარატი და უროლოგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ურჩევს ავადმყოფს ყველაზე ხელმისაწვდომსა და ეფექტურს. მკურნალობის საერთო კურსი შეიძლება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს და დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და სიმძიმეზე. მკურნალობა, როგორც წესი, ტარდება სახლის პირობებში, ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება მხოლოდ მძიმე ჩირქოვანი პროცესით გართულებული დაავადება

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player