სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

უნებლიე შარდვა მოშარდვის სურვილის გარეშე გვხვდება სხვადასხვა ასაკის ქალისა და მამაკაცის შარდსასქესო სისტემის მრავალი დაავადების დროს. უნებლიე შარდვა უნდა განვასხვაოთ შარდის შეუკავებლობისაგან, როდესაც არის მოშარდვის სურვილი და ვერ ხერხდება შარდის შეკავება.

 

 

ანსხავებენ პირველად და მეორად ენურეზს. პირველადი გვხვდება შარდის ბუშტის ჩამკეტი აპარატის - სფინქტერის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტის შემთხვევაში.

 

მეორადი შეუკავებლობისას ადგილი აქვს სფინქტერების ფუნქციურ უკმარისობას, შარდის გამოყოფის პირობითი რეფლექსის შენელება-დაკარგვას, არასასურველი ზემოქმედების გამო შარდის ბუშტის შეჭმუხვნას. ბავშვებში ენურეზის განვითარება ხშირად შარდსასქესო ორგანოების მანკიერი განვითარების შედეგია (შარდის ბუშტის ექსტროფია, ეპისპადია). ღამის ენურეზი, რომელიც უფრო ხშირად ვაჟებში გვხვდება ცალკე დაავადებად “ღამის ენურეზით” არის ცნობილი.

 

შარდის მეორადი შეუკავებლობა ვითარდება ზურგის ტვინის გამტარი გზების დონეზე შარდის ბუშტის ინერვაციის დარღვევით. შარდის უნებლიე გამოყოფა გვხვდება ქალებში სამშობიარო ტრავმის შემდეგ, მძიმე ფიზიკური დაძაბულობის შემთხვევებში. მისი ხარისხი შეიძლება იყოს სხვადასხვა: რამდენიმე წვეთის გამოყოფიდან შარდის ბუშტის მთლიანად დაცლამდე სიცილის, ხველის, სქესობრივი აქტის დროს და ა.შ.

 

მსუბუქი ხარისხისას მკურნალობა კონსერვატიულია: შორისის კუნთების ელექტროსტიმულაცია, სამკურნალო ფიზკულტურა, მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ შარდის ბუშტის ჩამკეტი აპარატის ტონუსს. მძიმე შემთხვევებში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას. შარდის პარადოქსული შეუკავებლობა გვხვდება პროსტატის ადენომისა და სიმსივნის დროს ან სხვა დაავადებებისას, როდესაც გადავსებული, ატონიური შარდის ბუშტის ფონზე შარდი გამოიყოფა წვეთებით. შარდის შეუკავებლობის მკურნალობა - ძირითადი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა. ხანგრძლივი შეუკავებლობა იწვევს ადამიანის პიროვნული თვისებების შეცვლას, სოციალურ და სექსუალურ დეზადაპტაციას.

 

მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player