სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

არის ხშირი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი. პირველადი კენჭები წარმოიქმნება შარდმჟავასა და ცისტინის მსგავსი მარილების ჭარბი ექსკრეციის შედეგად.

 

 

ჰიპერპარათირეოზის დროს კენჭების წარმოშობას ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ჭარბი ექსკრეცია. ოქსალატების ჭარბი აბსორბცია იწვევს ჰიპეროქსალურიას, რაც შემდგომში კენჭებს წარმოქმნის; მეორადი კენჭები ვითარდება უცხო სხეულის არსებობის დროს, ობსტრუქციის, რეფლუქსის ან ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს. მიკროორგანიზმების და შარდოვანას ურთიერთმოქმედებით წარმოიქმნება ამონიუმ-მაგნიუმ-ფოსფატური კენჭები.

 

სტრუქტურა. კალციუმ-ოქსალაიტური კენჭები გვხვდება 75% შემთხვევაში. ამონიუმ-მაგნიუმ-ფოსფატები აინფიცირებენ შარდს 15%-ში. შარდმჟავა მარილები შეადგენს 8%-ს. ცისტინური კენჭები კი 1% - ს შეადგენს.

 

დიაგნოსტიკა: შარდსაწვეთის კენჭები კლინიკურად ვლინდება ტიპიური ჭვალით. ზოგიერთი კენჭი შეიძლება იყოს უსიმპტომო, შარდის ანალიზი კი – ნორმის ფარგლებში. კენჭების დაახლოებით 90% რენტგენოკონტრასტურია. ინტრავენური პიელოგრაფიით ხდება კენჭების დიაგნოსტირება და მიიღება დამატებითი ინფორმაციია ობსტრუქციის შესახებ. რეტროგრადული პიელოგრაფია, ულტრასონოგრაფია და კომპიუტერულ ტომოგრაფიული გამოკვლევა გვეხმარება დიფერენციალურ დიაგნოსტირებაში.

 

მკურნალობა: მძიმე ჭვალის დროს ტკივილის კუპირებისათვის იხმარება ანალგეტიკები. მკურნალობის ასარჩევად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. შარდსაწვეთის კენჭების 93% დიამეტრით 4მმ-ზე ნაკლებია და დამოუკიდებლად გამოიდევნებიან. მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის მიზანშეწონილია პერიოდულად თირკმლების ფუნქციის გამოკვლევა.

 

ჩვენება და კენჭების მოცილების მეთოდები. კენჭის დადგენა საშარდე გზებში არ ამართლებს მის ამოღებას. უკანასკნელმა ტექნიკურმა სიახლეებმა შეცვალეს ოპერაციული ჩვენებები. ტექნიკა, რომელიც იძლევა საშუალებას ეს კენჭები დაიშალოს პირდაპირი დარტყმითი ტალღებით, არის არჩევის მეთოდი უმრავლეს შემთხვევაში. ექსტრაკორპორარული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიპსია არაინვაზიური მეთოდია და მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციული პერიოდის გართულებების რიცხვს. თუმცა უხერხულობა იქმნება ლითოტრიპსიის შემდგომი ფრაგმენტების გამოძევება. ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და ჭვალი. საშარდე გზების კენჭები ხილვადია ენდოსკოპური ტექნიკისთვის. არსებობს ენერგიის რამდენიმე წყარო კენჭების დასაშლელად. ურეთერორენოსკოპიური, პერკუტანული ნეფროლითოლაპაქსიისა და ექსტრაკორპორარული დარტყმით-ტალღური ლითოტრიპსიის კომბინაცია საგრძნობლად ამცირებს ღია ქირურგიული ჩარევის რაოდენობას.

 

ღია ქირურგია. ზემოთ აღწერილი ტექნიკის გამოყენებით კენჭების მოცილება მათი უმეტესი ნაწილისათვის მისაღებია. მარჯნისებრი კენჭების ქირურგიული მოცილება კლინიკური ჩვენებების საფუძველზე ჯერ კიდევ ტარდება. ზოგიერთი ავტორი რეკომენდაციას უწევს ღია ქირურგიულ მიდგომას. იშვიათ შემთხვევაში შარდის ბუშტის დიდ კენჭებს იღებენ ცისტოლითოტომიით. ზოგიერთი კენჭი შეიძლება დაიშალოს ირიგაციის შედეგად; შარდმჟავა კენჭები იშლება ტუტეების, ინფიცირებული კენჭები კი – რენაციდინის ზემოქმედებით.

 

რენტგენოლოგიური კვლევეები გამოიყენება პერკუტანული ნეფროსტომიის ფორმირების დროს და არჩევის მეთოდია გადაუდებელ შემთხვევებში.

 

პროფილაქტიკა. როგორც წესი კენჭების წარმოქმნა რეციდიული პროცესია და პაციენტების უმეტესობას შესაბამისი ანამნეზი აქვს. ჰიდრატაცია პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგიერთი კენჭი სწრაფად წარმოიქმნება შარდში PH – ის გარკვეული დონის დროს. აქედან გამომდინარე აუცილებელია საშარდე ინფექციის მკურნალობა და შესაბამისი დიეტის დაცვა. დაბალცილოვანი დიეტა ნაჩვენებია შარდმჟავა მარილების დაბალი ექსკრეციის დროს. დაბალოქსალატური დიეტა კი ეფექტურია ოქსალატური კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის. გარდა ამისა დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით სასარგებლოა კალციუმის მარილების გამოდევნისთვის. კალციუმის შემცველობა შარდში მცირდება ჰიდროქლორთიაზიდების ან შემაკავშირებელი ნივთიერებების (ადსორბენტების) გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ ცელულოზის ფოსფატს. ალოპურინოლი შარდმჟავა მარილებიდან კენჭის წარმოქმნას უშლის ხელს.

 

მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player