ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის ან გულის ღრუს შემოფარგლულ გაგანიერებას მისი კედლის გაჭიმვის და გამობერილობის გამო. შესძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი (მიოკარდიუმის ინფარქტის,სიფილისის,ტრავმის შემდეგ და სხვა). განასხვავებენ არტერიულ,ვენოზურ და არტერიო-ვენოზურ ანევრიზმებს.
ანევრიზმის სიმპტომები და მიმდინარება. კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ზომაზე, ადგილმდებარეობაზე და ა.შ... ხშირად დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ავადმყოფისგან შეუმჩნევლად, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. გართულებებიდან დამახასიათებელია ქსოვილებზე და ორგანოებზე ზეწოლა, ანევრიზმის გასკდომა და განშრევება და შემდგომი სისხლდენები. დიაგნოსტიკის დროს დიდ დახმარებას გვიწევს ანგიოგრაფია.
ანევრიზმის მკურნალობა - ოპერაციული.
მასალა მოამზადა გიორგი კორახაშვილმა