მგლის ხახა - გვხვდება 1000დან 1 ახალშობილთან. მიზეზად გვევლინება ზედა მორჩების შეხორცების შეფერხება სახნისთან.
განასხვავებენ ოთხ ფორმას: რბილი სასის შეუხორცებლობა, რბილი და ნაწილობრივ მაგარი სასის შეუხორცებლობა, რბილი და მაგარი სასის სრული ცალმხრივი შეუხორცებლობა, და რბილი და მაგარი სასის სრული ორმხრივი შეუხორცებლობა.
მკურნალობა
მკურნალობა დაკავშირებულია სირთულეებთან. ბოლო წლებში დაიწყო ქირურგიული მეთოდის გამოყენება დაავადების შემდეგ ადრეულ ასაკში. სასის ამოკერვა და მისი რამდენადმე დაგრძელება საშუალებას იძლევა გაიყოს პირის და ცხვირის ღრუები. ასეთ ავადმყოფებში პლასტიკის მრავალი მეთოდი არსებობს. ისინი დაწვრილებითაა აღწერილი კერძო და ბავშვთა ქირურგიის სახელმძღვანელოებში.