ჩაზრდილი ფრჩხილი - დაავადება უპირატესად აზიანებს ტერფის 1 თითს. გამოიწვევა ფრჩხილის კიდის მუდმივი ზეწოლით ფრჩხილის ირგვლივ მორგვზე. წინასწარ განყობით გვევლინება ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ფრჩხილის არასცორი მოჭრა ( გვერდით კიდეებს ჩაჭრიან მეტისმეტად ღრმად ფუძის მიმართულებით).
სიმპტომები და მიმდინარეობა
ავადმყოფები აღნოიშნავენ საფრჩხილე მორგვის მიდამოში ტკივილი სიარულისას, ქსოვილების შეშუპებას. შემდეგ ჩნდება გრანულაცია, გამოიყოფა ჩირქი. უნდა შემოწმდეს ხომ არ არის თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, მაობლიტერებადი ენდარტერიიტი.
ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა
ადრეულ შემთხვევაში კონსერვატიულია: თბილი აბაზანები, ფრჩხილის ტუალეტი, ფართო ფეხსაცმლის ტარება, ფურაცილინით ბეტადინით დამუშავება. ფრჩხილის ღრმა ჩაზრდისას ნაჩვენებია მთლიანი ფრჩხილის ფირფიტის ან მისი ნაწილის მოცულობა. თუ დაავადება რეციდივირებს, ამოიკვეთება ფრჩხილის ფირფუტის სარეცელი დაავადებულ მხარეს.