დევიაციურ ტენდენციებში გულისხმობენ სუბიექტის ეროტიული ხასიათის სიზმრებს და სექსუალურ ფანტაზიებს (მათ შორის მასტურბაციის თანხლებით, პორნოგრაფიის თვალიერება, სექსუალური აქტის შესრულება), საკუთარი თავის წარმოდგენას დევიაციურ ქცევაში, და ასევე სექსუალურ აღზგნებას და ორგაზმის მიღწევას, და ასეთი ქცევის მოთხოვნილების შეგრძნებას.
დევიაციური ტენდენციების სხვა ფორმად გვევლინება სპორადული ხასიათის დევიაციური ტიპის გამოცდილება, ხშირად შემთხვევით ან ცნობისმოყვარეობის ნიადაგზე განხორციელებული.
დევიაციური ტენდენციების დიაგნოსტიკა ხორციელდება როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი კრიტერიუმების ანალიზის საფუძველზე. რაოდენობრივ კრიტერიუმში იგულისხმება დევიაციური ფანტაზიების და მოთხოვნილებების გამოვლენის სიხშირე, ასევე ამ სუბიექტის დევიაციური ქცევა ნორმალურ ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციასთან და აქტიურობასთან მიმართებაში (ერთჯერადი ან სპორადული ხასიათისაა თუ ხშირად აქვთ მსგავსი ურთიერთობა). ხარისხობრივ კრიტერიუმს წარმოადგენს დევიაციური ორიენტაციის გამოხატულების დონე ჰეტეროსექსუალურთან მიმართებაში (ანუ რომელ ორიენტაციას აქვს დომინანტური ხასიათი და რა ხარისხით). დიაგნოსტიკა დამოკიდებულია, გამოსაკვლევი პირის სექსუალურ ანალიზზე, ასევე გამოკვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენებაზე. ამ უკანასკნელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მეთოდები, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ფარული ან დამალული დევიაციური ტენდენციები.
ზემოაღნიშნული მოვლენა ფართოდ არის გავრცელებული ადამიანებში. ადამიანების უმრავლესობას, რომელთაც აღენიშნებათ დევიაციური ტენდენციები, თავის თავში კლავენ, ჩქმალავენ, ხოლო ბევრ მათგანში კი ასეთი მოთხოვნილებების თვით აღიარება იწვევს შიშს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ დევიაციური ტენდეციების წარმოშობა, არის სექსუალური დევიაციისა ან ფსიქიური დაავადებების წინამორბედი. თუმცა, მრავალი კლინიკური დაკვირვება ადამიანებზე, რომელთაც მიმართეს ექიმს, მსგავსი ტენდენციების ჩივილებით, აჩვენებს, რომ შემთხვევების უმრავლესობა არც კი მოითხოვს, რაიმე სახის სამკურნალო დახმარების გაწევას.