ორგანულ იმპოტენციას ახასიათებს ერექტილური ფუნქციის პროგრესული დაკარგვა, ერექციის ხარისხის დაქვეითების ნიშნებით. დაავადების ორგანული გენეზის დროს აღინიშნება დილის და ღამის სპონტანური ერექცია. ძალიან ხშირ მიზეზად გვევლინება სხვადასხვა სახის არტერიული და ვენოზური ხასიათის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჯანმრთელ მამაკაცებში ღამის განმავლობაში, სწრაფი ძილის ფაზაში აღინიშნება ერექციის 4-6 ეპიზოდი, 10-15 წუთიანი ხანგრძლივობით. სპონტანური ერექციის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 1,5 საათს ღამის განმავლობაში ან მთელი ძილის 20%-ის განმავლობაში.
ფსიქოლოგიური იმპოტენცია
ფსიქოლოგიური იმპოტენცია ვლინდება უეცრად და ჩვეულებრივ დაკავშირებულია ცხოვრების კონკრეტულ შემთხვევებთან. დაავადების ამ ფორმის დროს ღამის და დილის სპონტანური ერექციები შენარჩუნებულია. ერექცია ხშირად ინდუცირდება ვიზუალური სტიმულაციით ან ეროტიული ფანტაზიების საშუალებით.
როგორ ავიცილოთ თავიდან ერექტილური დისფუნქცია?
დღესდღეობით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ამდენად, შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ზოგადი ტიპის რეკომენდაციებით. ერექტილური დისფუნქციის თავიდან ასაცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
- ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი და რეგულარული კვება, სპორტი, ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
- მოწევის, ალკოჰოლის ზომიერება და ნარკოტიკული საშუალებების უგულებელყოფა.
- იმ მედიკამენტების შეზღუდვა, რომელიც იწვევს ერექციის დაქვეითებას ან მათი მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და ინსტრუქციის თანახმად.
- რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, ხანგრძლივი პაუზების გარეშე და ნორმის ფარგლებში.
- უროლოგთან კონსულტაციები, თუ მიიღეთ ტრავმა მცირე მენჯის და პერინეუმის არეში, ან თუ გიწევთ ოპერაცია მცინრე მენჯის არეში, გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან რაიმე ჰიპერტონიული დაავადება.