აუტოეროტიზმი თავის არსით განიხილება, როგორც სუბიექტის მიერ სექსუალური კმაყოფილების მიღწევა პარტნიორის მონაწილეობის გარეშე. თუმცა ამ ტერმინის ასეთი ინტერპრეტაცია შესაძლოა მასტურბაციის ერთ-ერთ სინონიმად იქცეს.
ამავდროულად პათოლოგიური ავტოეროტიზმი არის ხარისხობრივად სულ სხვა კატეგორია და წარმოადგენს პირის მიერ ორგაზმის მიღწევის აკვიატებულ დომინანტურ გზას, მათ შორის რაიმე ფიზიკური ხასიათის აღმგზნების დახმარებით ან ზემოქმედებით.
თვით აღგზნების პერმანენტული ხასიათი სპეციფიკური სექსუალური გამაღიზიანებლების გამოყენებით (მაგ. წყლის ჭავლი, სპეციალური ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, საკუთარი სხეულის სარკული გამოსახულება, პორნოგრაფია, სპეციფიკური რიტუალები და ა.შ.) მიდის იმ ფაქტამდე, რომ მისი ხარისხობრივი და რაოდენობრივი ფორმები სუბიექტს ჩაუნაცვლებენ სხვა სექსუალურ გამაღიზიანებლებს, ისევე სხვა ტიპის როგორც სექსუალურ აქტივობას.
ასე განვითარებული, სტაბილური, შემცვლელი ავტოეროტიზმი მდგომარეობს იმაში, რომ სუბიექტს ორგაზმის მიღწევა შეუძლია მხოლოდ თვითაღგზნების გზით და მისთვის, სექსუალური აქტივობის ეს ფორმა უფრო მისაღები და ეფექტური ხდება სექსუალური კმაყოფილების მისაღწევად, ვიდრე სექსუალური კონტაქტი პარტნიორთან. ხშირად კი ასეთ პირებს არ აქვთ (ან არც ჰქონიათ) სექსუალური კავშირი, ან საერთოდაც სექსუალური კონტაქტი მათთვის სპორადული ხასიათის მატარებელია.
ანანკასტური ავტოეროტიზმი წარმოადგენს სტაბილურ, იძულებით (აკვიატებულ) სექსუალურ თვითაღგზნებას, ხშირად განხორციელებული არააქტუალური სექსუალური მოთხოვნებით და გამორჩეული დამოკიდებულების შტრიხებით. ხშირად ასეთი მდგომარეობა წარმოადგენს უკიდურესი ფსიქონევროლიგიური აშლილობის ერთ-ერთ სიმპტომს და იშვიათად ფსიქიკური დაავადების ან გონებრივი ჩამორჩენილობის სიმპტომს. ყველაზე მძიმე შემთხვევებში სახეზეა თვეების, წლების განმავლობაში მიმდინარე მრავალჯერადი, მთელი ღამის განმავლობაში თვითსტიმულაცია. ამ მოვლენის მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ამ პირს ნერვული დაძაბულობის განტვირთვა შეუძლია მხოლოდ აღნიშნული სექსუალური გზით, ამასთან, დრო და დრო თავის მხრივ ორგაზმი ხდება ერთგვარი „წამალი“, დამამშვიდებელი ზემოქმედებით.
ქალებში, ავტოეროტიზმის ერთ-ერთი სპეციფიკური სახეობაა - ჰევლოკ-ელისის სინდრომი, რომლის დროსაც სექსუალური თვითსტიმულაცია ხორციელდება ეროგენულ ზონებზე წყლის ჭავლის ზემოქმედების მეშვეობით. ითვლება, რომ თვითსტიმულაციის ეს ტიპი ფართოდ არის გავრცელებული მდედრობითი სქესის კონტიგენტში. მისი განსაკუთრებულება გამოიხატება იმაში, რომ ქალებში, მუდმივად ხდება ორგაზმის დაწყებასა და ასეთი სპეციფიკური სექსუალური სტიმულატორის ზემოქმედებას შორის მჭიდრო კავშირი. ყოველივე ამის შედეგად, ასეთი ქალები, როგორც წესი, რთულად აღწევენ ორგაზმს სტიმულაციის ქვეშ, პარტნიორთან სქესობრივი კავშირის დროს.
პათოლოგიური ავტოეროტიზმის არანაკლებ სპეციფიურ პათოლოგიურ სახეობას წარმოადგენს სექსუალური ასფიქსიის სინდრომი. ამ შემთხვევაში სექსუალური კმაყოფილების მიღწევა ხდება სიცოცხლის საკმაოდ დიდი რისკის დაყენების ფონზე, რადგან ასეთი ორგაზმი მიიღწევა გუდვით, თვითდახრჩობის პროცესის დროს.