აღნიშნული სექსუალური დარღვევა პირველად აღწერა კ. იმელინსკიმ. სინდრომის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სექსუალური გამოცდილება და არ განუცდიათ რაიმე მარცხი სექსუალურ ურთიერთობებში, უჩნდებათ უნდობლობა მომავალი სექსუალური კონტაქტისადმი.
სექსუალურ სფეროზე და სქესობრივი ორგანოების ფუნქციონირებაზეზედმეტი ყურადღების და კონცენტრაციის, მუდმივი თვითკონტროლის გამო, ჩნდება სქესობრივი ცხოვრების, საპირისპირო სქესის სექსუალურობის გამოვლენებების, კოიტუსის მიმართ შიში. ჩნდება შიში სექსუალური დისკრედიტაციის, სექსუალური პარტნიორის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, ჰიპერბოლიზირებული სირცხვილი, რიდი მის მიმართ და ხშირად დანაშაულის გრძნობა და სექსუალური ავერსია.