სექსუალური კომპლექსები გულისხმობს იმ მოთხოვნილების, სურვილების, მოგონებების, ჩახშობას (შეგნებულად თუ შეუგნებლად), რომლებიც გავლენას ახდენენ მგრნობელობით ფონზე და სექსუალურ ქცევაზე. ეს სექსუალური დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა. უფრო მეტად გავრცელებულ სექსუალურ კომპლექსებს მიეკუთვნება:
- ონანისტური კომპლექსი (ონანოფობია) - შეცდომითი, ხშირად აკვიატებული წარმოდგენა იმისა, რომ მასტურბაცია აუცილებლად იწვევს სექსუალურ პათოლოგიას.
- „პატარა სასქესო ასოს“ კომპლექსი;
- მოჩვენებითი იმპოტენციის კომპლექსი;
- „სექსუალური არასრულფასოვნების“ კომპლექსი - ხშირად აკვიატებული იდეა იმის შესახებ, რომ საკუთარი სექსუალური შესაძლებლობებით არ შეუძლიათ დააკმაყოფილონ სექსუალური პარტნიორი;
- კლიტორალური ორგაზმის უგულებელყოფის კომპლექსი - აზრი რომ ორგაზმის მიღწევა კლიტორის სტიმულაციით, არის არანორმალური, პათოლოგიური მოვლენა, და ასეთი სახის ორგაზმზე ამბობს უარს მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა გზით არ შეუძლია ამის მიღწევა.