სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ერექციის მოშლა - ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სექსუალური დარღვევაა მამაკაცებში. მუსირებს აზრი , რომ მამაკაცების დაახლოებით 50%-ს მაინც აღენიშნებათ ერექციის ამა თუ იმ ხასიათის სირთულეები, თან ორგანულ ნიადაგაზე მათ შორის მხოლოდ 15%-ს აქვს ეს დარღვევა.

ერექციის მოშლილობის შემთხვევების 5%-ში, ხელისშემწყობ ფაქტორად ითვლება ბიჭის ოჯახში დედის დომინირება, 3%-ში მამის დომინირება, 20%-ში ჰომოსექსუალური ტენდენციები, ხოლო 15%-ში კი რელიგიური ფაქტორები. 



ამ დარღვევის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება შვიდი ორგანული ფაქტორი (ტრავმები, პოსტოპერაციული გართულებები, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ნევროლოგიური დაავადებები, ჰორმონალური მოშლილობა, მეტაბოლური დარღვევები, ზოგიერთი საწამლე საშუალების მიღების შედეგი) და ოთხი ფსიქოგენური ფაქტორი (პარტნიორული პრობლემები, სტრესები, შიში, ფსიქოპათოლოგია). ერექციის მოშლის ფსიქოგენურ მიზეზებს შორის, არანაკლები მნიშვნელობის მატარებელია ისტერია და დედასთან ზედმეტად მჭიდრო დამოკიდებულება. ბოლო დროს, ამ პათოლოგიის გამოწვევის ორგანულ მიზეზებს შორის, ყველაზე ხშირად აღინიშნება ჰიპერპროლაქტინემია. ერექციის მოშლა ყველაზე მეტად, ე.ი. მამაკაცების 83%-ში აღინიშნება სწორედ ამ დაავადების დროს. თუმცა, ძირითადი ადგილი ერექციის დარღვევის ორგანულ მიზეზებს შორის უკავია სისხლძარღვთა პათოლოგიებს. ამგვარად, ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ მამაკაცების 10-30%-ს, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ხოლო ზოგიერთი მონაცემებით ამავე კონტიგენტს თვით 47-73%-შიც კი. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ მიოკარდიუმის ინფარქტ გადატანილ მამაკაცებში, სქესობრივი აქტის დროს სიკვდილი შეადგენს დაავადების შედეგად გარდაცვალების ყველა სახეობის 0,6%-ს, ამასთან შემთხვევათა 80%-ში იგი დგება ქორწინების გარეშე (ანუ არა მეუღლესთან) სექსუალური კონტაქტების დროს. 



ერექციის დარღვევის ხშირ მიზეზებად სახეზეა: ასაკობრივი ფაქტორი, სიმსუქნე, ზოგიერთი წამლის გამოყენება, ალკოჰოლიზმი. აღინიშნება ამ დარღვევების კავშირი ნერვული იმპულსების გადაცემის სისტემის მოშლილობებთან. გოლდენი აღნიშნავს, რომ ერექციის დარღვევა - ეს არის დასავლეთის კულტურისთვის დამახასიათებელი ტიპიური სექსუალური მოშლილილობა და იგი ვითარდება ზოგადი სექსუალური გაუნათლებლობის შედეგად, არარეალიზებული სექსუალურობის და სხვადასხვა ფობიების ფონზე. 

 


ჩვენი გამოკვლევების მონაცემებით, ერექციის დარღვევა აღინიშნება ალკოჰოლიკების 21%-ში და ნარკომანების 40%-ში. ფსიქოგენურ ფაქტორებს შორის, ერექციის დარღვევის ყველაზე ხშირ მიზეზად გვევლინება სექსუალური კომპლექსები, ფობიები და პარტნიორული ფაქტორები. 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player