სექსუალური ჯანმრთელობის უნივერსალურად მიღებული განსაზღვრების გამომუშავება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მოცემული მომენტისთვის ყველაზე მეტად ადექვატურ განსაზღვრებას იძლევა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების კრება (1977).
ეს განსაზღვრება მთლიანობაში ასე გამოიყურება: „სექსუალური ჯანმრთელობა არის ადამიანის სექსუალური ყოფის სომატური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური ასპექტების ნაკრები, რომელიც დადებითი კუთხით ამდიდრებს მათ პიროვნებას, ზრდის რა ადამიანის კომუნიკაბელურობას და მის შესაძლებლობას უყვარდეს“.
სექსუალური ჯანმრთელობა (sexual health) - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროს ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს სექსუალური სურვილები, განახორციელოს იგი და მიიღოს მისგან სიამოვნება.
ჰიპოთალამუსის დარღვევების სხვადასხვა ხარისხის, ერთ-ერთბ შედეგად გვევლინება სასქესო და სხვა ორგანოების სეკრეციის შეცვლა. ჭარბი წონის მქონე ადამიანების გარეგნული და შინაგანი ცვლილებები იწვევს მთელ რიგ ფსიქოემოციურ პრობლემებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დგას სესუალური ფუნქციების დარღვევა. ჭარბი წონის ადამიანებში ხშირად გვხდება სექსუალური აქტივობის დაქვეითება, რომელიც იშვიათად არის გამოწვეული ლიბიდოს დაქვეითებით, და ის უფრო მეტად დაკავშირებულია ფსიქოემოციურ ფაქტორებთან.
დამტკიცებულია, რომ წონის დაკლების და ფსიქოემოციური დარღვევების აღდგენის უმნიშვნელოვანეის ფაქტორია აქტიური სექსუალური ცხოვრების გაგრძელება. სექსუალური აქტივობა ეს არის დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას და აბალანსებს ჰორმონალურ ფონს. რაც უფრო ხშირად აქვთ მამაკაცებს ეაკულაცია (სტიმულაციის საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა: სქესობრივი აქტი, მასტურბაცია, ვიბროსტიმულაცია და სხვა), მით უფრო მეტად გამოიყოფა ტესტოსტერონი. თუმცა ჭარბი წონის მქონე ადამიანების ემოციური შესაძლებლობების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მოინდომონ სექსი, აუცილებელია დამატებითი ხელოვნური სტიმულაცია (ეროტიული ფილმები, აფროდიზიაკი, ვიბრატორები და სექსის სხვა დამხმარე საშუალებები).